უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გეგმები და ხედვები - შეხვედრა ტექნიკურ უნივერსიტეტში
უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გეგმები და ხედვები - შეხვედრა ტექნიკურ უნივერსიტეტში
15-03-2019
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის რექტორი - აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი, სტუ-ის ფაკულტეტების დეკანები, სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, დღეს, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დირექტორს - გიორგი ვაშაკიძესა და ცენტრის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
შეხვედრა, რომელიც განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის აქტიური საკომუნიკაციო კამპანიის ფარგლებში შედგა, მიზნად ისახავდა უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით ცენტრის აქტუალური მიღწევებისა და სამომავლო გეგმების გაცნობას.
ცენტრის დირექტორმა წარადგინა პრეზენტაცია - „უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარება - ხედვები და გეგმები“. როგორც გიორგი ვაშაკიძემ აღნიშნა, ცენტრის ყველა მიღწევა და სამომავლო გეგმები ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ემსახურება, რაც საბოლოო ჯამში, ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში საქართველოს განათლების სისტემის ინტეგრაციას უზრუნველყოფს.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.