სტუდენტთა ღია სამეცნიერო კონფერენცია "ენერგეტიკა და გარემო"
სტუდენტთა ღია სამეცნიერო კონფერენცია "ენერგეტიკა და გარემო"
13-03-2019
14 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება სტუდენტთა ღია სამეცნიერო კონფერენცია "ენერგეტიკა და გარემო".
კონფერენციის ორგანიზატორები არიან: სტუ-ს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, "თელასი", „საქრუსენერგო“, ენერგოეფექტურობის ცენტრი, საკონსულტაციო-საპროექტო კომპანიის Gross-energy, კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო“.
კონფერნეციას გახსნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქალბატონი ნათელა თურნავა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმებიან საქართველოს ტექნიკური უნოვერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფ. ზურაბ გასიტაშვილი და ენერგოკომპანიების ხელმძღვანელები.
სტუდენტთა მოხსენებების თეზისები დაიბეჭდება სტუ-ს შრომათა კრებულში. მონაწილეებს გადეცემათ სერტიფიკატები. დაწესებულია ფულადი პრიზები გამარჯვებულთათვის, რომელებსაც სპეციალური ჟიური გამოავლენს.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.