ცენტრი „ერთად“ - სტუდენტური სამეცნიერო პროექტების მოსმენა
ცენტრი „ერთად“ - სტუდენტური სამეცნიერო პროექტების მოსმენა
06-03-2019
5 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციურ საქმიანობათა ხელშემწყობ ცენტრში - „ერთად“ გაიმართა სტუდენტური სამეცნიერო პროექტების მოსმენა. პროექტების შეფასების კომისიას ხელმძღვანელობდა რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი.
შეხვედრაზე მოისმინეს ნიკო მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის, ფიზიკა-მათემატიკის პროფესორის ვახტანგ კვარაცხელიასა და ტექინფორმის განყოფილების ხელმძღვანელის, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატის თემურ ჩუბინიშვილის სამეცნიერო სტუდენტური პროექტები. კომისიამ მოიწონა პროექტების აქტუალობა და რეკომენდაცია გაუწია მათ დაფინანსებისათვის.
ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციურ საქმიანობათა ხელშემწყობ ცენტრში „ერთად“ გრძელდება სტუდენტური სამეცნიერო პროექტების მიღება და განხილვა.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.