2018 წლის 5-9 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ თურქეთის აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტში (Afyon Kocatepe University - AKU), Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, რომლის კოორდინატორია თურქული უნივერსიტეტი. სამსახურის უფროსის მოადგილის, ნინო ჟიჟილაშვილისა და სამსახურის უფროსის თანაშემწის, რიტა სეროპიანის ვიზიტი Erasmus+ KA1 პროექტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლის ფარგლებში განხორციელდა.
რიტა სეროპიანმა წარადგინა პრეზენტაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესახებ, მან ისაუბრა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში სტუ-ში ჩამოსული უცხოელი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებისთვის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაგეგმვაზე და ამ ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებზე.
ასისტენტ პროფესორმა ნინო ჟიჟილაშვილმა აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებს წაუკითხა სალექციო კურსი „ციფრული უთანასწორობა“.
მონიტორინგსაც. ამ მიზნით ისინი შეხვდნენ სტუ-ს სტუდენტებს გურანდა გოლიაძესა და მარიამ ზაალიშვილს, რომლებიც თურქულ უნივერსიტეტში სწავლობდნენ, როგორც სტუ-ს Erasmus+ სტუდენტები. მათთან ერთად ისინი შეხვდნენ სხვა ქართველ სტუდენტებსაც თსუ-დან, რომლებიც, ასევე, აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტში სწავლას აგრძელებდნენ Erasmus+ მობილობით. საგულისხმოა, რომ ამჟამად გურანდა გოლიაძემ და მარიამ ზაალიშვილმა წარმატებით დაასრულეს თავიანთი მობილობა.
აღსანიშნავია, რომ თურქულ უნივერსიტეტში, ასევე, Erasmus+ გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდნენ პროექტის პარტნიორი უკრაინის ბელაცერკვის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლები. ქართველმა და უკრაინელმა კოლეგებმა ერთმანეთს გაუზიარეს Erasmus+ პროექტების განხოციელებასთან დაკავშირებული გამოცდილებები და აგრეთვე, განიხილეს ქართულ და უკრაინულ უნივერსიტეტებს შორის მემორანდუმის გაფორმებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს კულტურულ ღონისძიებებში - დაათვალიერეს ქალაქის ისტორიული ცენტრი და მუზეუმები.