სასტიპენდიო პროგრამა "სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში 2019-2020"
სასტიპენდიო პროგრამა "სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში 2019-2020"
05-02-2019
ცხადდება კონკურსი სასტიპენდიო პროგრამაზე "სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში 2019-2020".
საფრანგეთის საელჩო საქართველოში, Campus France სააგენტოსთან და საქართველოს მთავრობასთან ერთად ყოველწლიურად საქართველოს 15 მოქალაქეს აფინანსებს სამაგისტრო საფეხურზე სწავლის საფრანგეთში გასაგრძელებლად.
"სამაგისტრო სტიპენდიები 2019-2020" ქართველ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს საფრანგეთში მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად სრული დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას (ფრანგულ ან ინგლისურენოვან პროგრამებზე). პროგრამის გასრულების შემდგომ დიპლომირებული მოქალაქეები დაბრუნდებიან საქართველოში და იმუშავებენ საქართველოში სამი წლის განმავლობაში.
პროგრამით მხარდაჭერილი პრიორიტეტული მიმართულებებია:
სოფლის მეურნეობა
განათლება
ინჟინერია
ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
სოციალური მეცნიერებები
ჰუმანიტარული მეცნიერებები
სამართალი
არქიტექტურა
საჯარო მართვა
მენეჯმენტი
დაინტერესებულ კანდიდატებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ 2019 წლის 28 თებერვლის ჩათვლით, ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.