თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევითი საბჭოს "საერთაშორისო სტიპენდია გამოჩენილი მკვლევრებისთვის"
თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევითი საბჭოს "საერთაშორისო სტიპენდია გამოჩენილი მკვლევრებისთვის"
10-01-2019
თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევითი საბჭოს (TUBITAK) პროგრამა "საერთაშორისო სტიპენდია გამოჩენილი მკვლევრებისთვის" მიზნად ისახავს საერთაშორისო გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური მკვლევრების მხარდაჭერასა და ხელშეწყობას, თავიანთი კვლევების თურქეთში, წამყვან აკადემიურ, საწარმოო ან საჯარო ინსტიტუციებში ჩასატარებლად.
თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კვლევითი უნივერსიტეტი ეროვნული და საერთაშორისო კვლევითი პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი (Middle East Technical University - METU) გამოთქვამს სურვილს უმასპინძლოს მკვლევრებს მთელი მსოფლიოდან და იწვევს მათ სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადის შესატანად.
• სტიპენდიის ხანგრძლივობაა 24-36 თვე.
• პროექტის ბიუჯეტი მოიცავს სტიპენდიებს პროექტის ხელმძღვანელებისთვის (ადრეული ეტაპზე მომუშავე მკვლევრებისთვის 20.000 თურქული ლირა თვეში და გამოცდილი მკვლევრებისთვის 24.000 თურქული ლირა თვეში), აგრეთვე, სამეცნიერო გრანტებს და დახმარებას ოჯახისა და მგზავრობისთვის.
• ონლაინაპლიკაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 15 თებერვალი.
სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.