23 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის წევრები სოფელ ერგნეთს ეწვივნენ და საქველმოქმედო აქციის ფარგლებში სოფლის მოსახლეობას (50 ოჯახი) გადასცეს საახალწლო ნობათი: სურსათი, ტკბილეული, ტანსაცმელი და საყოფაცხოვრებო პროდუქტები.
დიდი იყო ერგნეთის მკვიდრთა სიხარული თანადგომისათვის. მათ ერთსულოვნად აღნიშნეს, რომ ასეთი მასშტაბური ქველმოქმედებითა და მხარდაჭერით სოფლის მკვიდრები 2008 წლის 8 აგვისტოს ომის შემდეგ არცთუ ისე განებივრებულნი არიან.
ხელმძღვანელობასთან, სადაც დაისახა ორ მხარეს შორის ორგანიზაციული ღონისძიებები სკოლისათვის სასწავლო-საგანმანათლებლო საქმიანობის მხარდასაჭერად. ამ მიზნით საჭირო კონტაქტები განხორციელდება დისტანციურად, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები. ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, მოსწავლეებს ჩაუტარონ კონსულტაციები ცალკეულ საგნებში, არდადეგების და ეროვნული გამოცდების პერიოდში. შეხვედრაზე ორივე მხარემ ერთსულოვნად გამოხატადა მზადყოფნა სამომავლო თანამშრომლობისთვის.

