“Rustaveli - DAAD” ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის შემაჯამებელი საპოსტერო კონფერენცია
“Rustaveli - DAAD” ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის შემაჯამებელი საპოსტერო კონფერენცია
25-12-2018
27 დეკემბერს, 16:00 - 18:00 სთ., თბილისის ღია უნივერსიტეტში (მისამართი: უნივერსიტეტის ქ. N2), ჩატარდება “Rustaveli - DAAD” ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი შემაჯამებელი საპოსტერო ხასიათის კონფერენცია.
სასტიპენდიო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერებისა და დოქტორანტების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის განვითარებას, მათ საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირებას, ხარისხიანი სადოქტორო განათლების მიღებას, საუკეთესო სამეცნიერო პრაქტიკის გაზიარებისა და საერთაშორისო გაცვლის პროცესების გაუმჯობესების გზით, სამეცნიერო ქსელის შექმნასა და თემატური/ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას.
აღსანიშნავია, რომ „Rustaveli - DAAD“ სასტიპენდიო პროგრამის 2018 წლის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა თებერვალში. კონკურსის ფარგლებში შემოვიდა 38 განაცხადი, რომელთაგანაც დაფინანსდა 18 პროექტი.
შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში გამარჯვებულები წარადგენენ გერმანიაში კვლევითი სტაჟირების პერიოდში განხორციელებულ აქტივობებსა და მიღებულ შედეგებს. მომხსენებლებს წარმოდგენილი ექნებათ სტენდი და კითხვა-პასუხის რეჟიმში აღწერენ კვლევით შედეგებს.
მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან: სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, ბატონი ზვიად გაბისონია; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ბატონი მიხეილ ბატიაშვილი; გერმანიის ელჩი/ატაშე განათლებისა და ეკონომიკის მიმართულებით. ასევე, გამარჯვებულ აპლიკანტთა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რექტორები, ფონდის გრანტიორები და სხვები.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.