24-28 სექტემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, სწავლებისა და ტრენინგის მიზნით სტუმრობდნენ პროექტის კოორდინატორი კილის უნივერსიტეტის (Keele University) (ინგლისი) პროფესორები ფილიპა ჩეპმენი (Philippa Chapman) და დევიდ კოლინზი (David Collins).
მობილობის ფარგლებში გაიმართა ინტენსიური სამუშაო შეხვედრები სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში. შეხვედრებზე განხილული და დამუშავებული იქნა მომავალი თანამშრომლობის დეტალები ახალი ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად პროგრამაში, რომელსაც „ბრიტანული საბჭო“ (The British Council) საპარტნიორო ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს - „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ (Creative spark: Higher education enterprise program).