II საერთაშორისო ქართულ-პოლონურ კონფერენცია „თანამშრომლობა სატყეო და გარემოს დაცვით საკითხებში“
II საერთაშორისო ქართულ-პოლონურ კონფერენცია „თანამშრომლობა სატყეო და გარემოს დაცვით საკითხებში“
25-10-2018
26 ოქტომბერს, 10:00 სთ., საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე გაიხსნება მე-2 საერთაშორისო ქართულ-პოლონურ კონფერენცია - „თანამშრომლობა სატყეო და გარემოს დაცვით საკითხებში“.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, პოლონეთის, ამიერკავკასიისა და ევროპის ქვეყნების აგრარული სფეროს სპეციალისტები, სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების პროფესორები და ექსპერტები.
კონფერენციას გახსნის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, პროფ. ზურაბ გასიტაშვილი.
კონფერენციაზე განიხილავენ საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში სატყეო მეურნეობის დარგში არსებულ პრობლემებს. პოლონელი სპეციალისტები მონაწილეებს გააცნოებენ პოლონეთში არსებულ მდგომარეობას და გაუზიარებენ იმ მდიდარ და წარმატებულ გამოცდილებას, რომელიც პოლონეთს სატყეო დარგში აქვს.
კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია პროფ. გიორგი გაგოშიძის დაჯილდოვება პოლონეთის სატყეო საქმის საპატიო მედლით - „პოლონელი მეტყევის დაშნა“.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.