11-16 სექტემბერს, ერევანში (სომხეთი) გაიმართა მე-8 საერთაშორისო სემინარი "წარსულის სახეები", სადაც მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან მიწვეული იყო სტუ-ის პედაგოგი და მკვლევარი, ქიმიის დოქტორი თამარ გაგნიძე.
სემინარი ხელნაწერი და ბეჭდური ისტორიული მემკვიდრეობის შენახვისა და რესტავრაცია-კონსერვაციის სფეროში უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებასა და მიღებულ შედეგებს მიეძღვნა.
აღსანიშნავია, რომ ქაღალდსაფუძვლიანი ისტორიული დოკუმენტების გარეცხვა-ნეიტრალიზაციის ტექნოლოგიურმა სქემამ, რომელიც თამარ გაგნიძემ საერთაშორისო სემინარის მონაწილეებს გააცნო, დიდი ინტერესი გამოიწვია. საგულისხმოა, რომ ახალგაზრდა ქართველი მეცნიერი რამდენიმე წელია სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს ხელნაწერი და საარქივო ფონდების რესტავრაცია-კონსერვაციის მიმართულებით ეწევა და ის არაერთი საერთაშორისო კონფერენციისა თუ სემინარის მონაწილე და სამეცნიერო სტატიის ავტორია.
სემინარზე აღნიშნულ იქნა სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დაინტერესება და ხელშეწყობა ისტორიული მემკვიდრეობის შენახვა-დაცვისა და რესტავრაცია-კონსერვაციის მიმართულებით სამეცნიერო კვლევების განხორციელების
საქმეში.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.