29 სექტემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოც. პროფ. ემილია ალავერდოვა (სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი), ასოც. პროფ. ხათუნა ჩაფიჩაძე და ასისტ. პროფ. დარეჯან ცუცქრირიძე (საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი) მარნეულში ადგილობრივ მოსწავლე-ახალგაზრდობას შეხვდნენ და სემინარი ჩაატარეს.
სემინარი ორგანიზებული იქნა სასწავლო ცენტრის „ლინგუას“ მიერ და ეძღვნებოდა გლობალიზაციის აქტუალურ და მწვავე საკითხებს.