სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს წარმომადგენლები სტუ-ს აგრარული მეცნიერებებისა და აგროინჟინერინგის ფაკულტეტზე
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს წარმომადგენლები სტუ-ს აგრარული მეცნიერებებისა და აგროინჟინერინგის ფაკულტეტზე
25-09-2018
24 სექტემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და აგროინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანმა პროფ. გიორგი ქვარცხავამ სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანს ვალტერ ოეჩელსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს ვიცე-დეკანს ნუგზარ დავითაშვილს უმასპინძლა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრა.
სან-დიეგოს უნივერსიტეტი დაინტერესებულია საქართველოდან მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დოქტორანტების ამერიკაში სწავლას შეუწყოს ხელი.
ვიზიტის ფარგლებში სან-დიეგოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრნენ და ბაზაზე გაშენებული ვაზის კოლექცია დაათვალიერეს. ამერიკელი სტუმრები საქართველოს მეღვინეობა-მევენახეობის პოტენციალს გაეცნენ და ქართული იშვიათი ვაზისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.