V საერთაშორისო კონფერენცია „ღვარცოფები: კატასტროფები, რისკი, პროგნოზი, დაცვა“
V საერთაშორისო კონფერენცია „ღვარცოფები: კატასტროფები, რისკი, პროგნოზი, დაცვა“
24-09-2018
1-5 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება მე-5 საერთაშორისო კონფერენცია „ღვარცოფები: კატასტროფები, რისკი, პროგნოზი, დაცვა“.
კონფერენციის თემატიკა მოიცავს ისეთ პრობლემურ საკითხებს, როგორიცაა ღვარცოფული პროცესების პროგნოზირება, მონიტორინგი, რისკების შეფასება და მართვა.
თემატიკის აქტუალობიდან გამომდინარე, კონფერენციაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს და რეგისტრაცია გაიარა 22 ქვეყნის 200-მდე მეცნიერ-სპეციალისტმა, მათ შორის UNESCO-ს წარმომადგენლებმაც.
კონფერენციის ცნობადობის გაზრდის მიზნით გამოიცა 670-გვერდიანი ფერადილუსტრირებული შრომათა კრებული და სამუშაო პროგრამა.
კონფერენციის მსვლელობის პერიოდში დაგეგმილია UNESCO-ს სესია ღვარცოფულ პრობლემებზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ღვარცოფების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი და წევრები.
კონფერენციის მონაწილებისათვის 4-5 ოქტომბერს ჩატარდება პროფესიული ექსკურსია საქართველოს ისეთ აქტიურ ღვარცოფული ტიპის მდინარეებზე, როგორიც არის - დურუჯი, თელავის ხევი, არაგვი და თერგი.
კონფერენცია გაიხსნება 1-ელ ოქტომბერს, 09:00 სთ. (08:00 – 09:00 სთ. - კონფერენციის მონაწილეთა რეგისტრაცია), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის დიდ სააქტო დარბაზში (მ. კოსტავას ქ. 77).
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.