შეხვედრა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტთან
შეხვედრა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტთან
22-09-2018
21 სექტემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ახლადარჩეულ მეცხრე პრეზიდენტს, დოქტორ ადელა დე ლა ტორეს შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ის ადმინისტრაციისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს წარმომადგენლები. მხარეებმა განიხილეს მიმდინარე საუნივერსიტეტო საკითხები, არსებული მდგომარეობა და დასახეს შემდგომი თანამშრომლობის გზები. საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა აკადემიურ პროგრამების შემდგომი დახვეწა-განვითარება, საერთაშორისო აკრედიტაციის საკითხები და 2018-2023 წლებში განსახორციელებელი ერთობლივი სამომავლო სამუშაო და საგანმანათლებლო გეგმები.
ადელა დე ლა ტორემ არჩილ ფრანგიშვილი სან დიეგოს უნივერსიტეტში მიიწვია და თავადაც გამოთქვა სურვილი, კვლავ ჩამოვიდეს საქართველოში ახალი ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელების მიზნით.
დოქტორი ადელა დე ლა ტორე, რომელიც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტია, გაცნობის მიზნით პირველად ეწვია საქართველოსა და მის პარტნიორ უნივერსიტეტებს, მათ შორის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.