კონკურსანტები 48 საათის განმავლობაში ერთმანეთს სასარგებლო და ინოვაციური IoT (Internet of Things) პროდუქტების აპარატულ-პროგრამული პროტოტიპების შექმნაში შეეჯიბრებიან. მონაწილეებს დაურიგდებათ Arduino კონტროლერების, სენსორების კომპლექტები და მიეცემათ საშუალება, გამოიყენონ IoT LoRaWan უკაბელო ქსელი ინტერნეტში ჩასართავად, რათა მოახდინონ მიღებული მონაცემების შემდგომი პროგრამული დამუშავება.
ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლიათ 3-5 წევრისგან შემდგარ სტუდენტურ გუნდებს.
პრიზები:
პირველი ადგილი: 600 ლარი
მეორე ადგილი: 400 ლარი
მესამე ადგილი: 200 ლარი
გარდა ფულადი ჯილდოებისა, წარმატებულ გუნდებს საჩუქრად გადაეცემათ სხვადასხვა პრიზი ღონისძიების მხარდამჭერებისგან, რომელთა შორისაა:
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის განვითარების ფონდი
ინოვაციური ტექნოლოგიების ლაბორატორია და სასწავლო ცენტრი - ჯეოლაბი
IT სპეციალიზაციის საერთაშორისო სასწავლო ცენტრი - IT Step აკადემია
კომპანია Red Bull, რომელიც მონაწილეებს ენერგეტიკული სასმელით გაუმასპინძლდება
ჰაკათონთან დაკავშირებით საჯარო კონსულტაციები ჩატარდება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში 26 სექტემბრს, 16:00 სთ., მისამართზე: ალექსიძის მე-2 შესახვევი N3, თბილისი.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.