ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა მილანის უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი
ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა მილანის უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი
06-08-2018
მილანის უნივერსიტეტი (იტალია) (Università degli Studi di Milano) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2018-2019 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი). შერჩევის პროცედურა ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის:
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 10.08.18
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხო ენაში ჩატარდება 2018 წლის 13 აგვისტომდე
ნომინანტების წარდგენის ბოლო ვადა: 17.08.18
ინფორმაცია მილანის უნივერსიტეტში ინგლისურენოვანი სასწავლო კურსების შესახებ იხილეთ აქ.
მილანის უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით მეტი დეტალური და სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.
სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.
შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).
ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.
(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია სტუ-ს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 7 სტუდენტის მობილობა მილანის უნივერსიტეტში და პრიორიტეტი მიენიჭება მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებას).
ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა მილანის უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.