მობილობის აქტივობები

სტუ-ში ერაზმუს+ მობილობის აქტივობების გაგრძელებასთან დაკავშირებით  

კორონავირუსის გამო მსოფლიოში შექმნილი ვითარების მიუხედავად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ერაზმუს+ (Erasmus+) აქტივობები გაგრძელდება. ინფორმაცია სტუ-ში მიმდინარე კონკურსის შესახებ და მიმღები უნივერსიტეტების ჩამონათვალი, როგორც ყოველთვის, გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე: https://gtu.ge/erasmus+.php


საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური უზრუნველყოფს დაინტერესებული კონკურსანტებისთვის სააპლიკაციო პროცედურებთან დაკავშირებულ ინტენსიურ კონსულტაციებს საინფორმაციო შეხვედრების (ჯგუფური, პერსონალური), სოციალური ქსელების, ელ.ფოსტის მეშვეობით.
კორონავირუსის COVID-19 გავრცელების საშიშროების გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საჯარო შეხვედრები და კონსულტაციები ამ ეტაპზე შეჩერებულია. კონკურსის გამოცხადებისთანავე ონლაინრეჟიმში დაიწყება კონსულტაციები, მანამდე კი გთხოვთ, გაეცნოთ ქვემოთ წარმოდგენილ ინფორმაციას (იხილეთ თანდართული ფაილი) და დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მოგვმართოთ (საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური).

საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ტელ/ფაქსი: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge

International Relations and Standards Office

Georgian Technical University

Tel / Fax: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge