არჩილ ფრანგიშვილი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ელ.ფოსტა: rectoroffice@gtu.ge
რექტორის სამდივნო - (+995 32) 2 36 51 55; 64 21
1983-1987 წ.წ. - ასპირანტურა, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გამოთვლითი ტექნიკის კათედრა;
1978-1983 წ.წ. - უმაღლესი, ინჟინერ-სისტემატექნიკოსი, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი.
ინფორმაციული ტექნოლოგიები და კომპიუტერული ინჟინერია, რთული სისტემების მოდელირების და მართვის თეორია.
2009 წ. დღემდე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი;
2008-2009 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი;
2007 წ. დღემდე - საქართველოს საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტი;
2005-2008 წწ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე;
2002-2005 წ.წ. - საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებული ენერგეტიკის სფეროში;
1993 წ. დღემდე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კომპიუტერული სისტემების და ქსელების კათედრის პროფესორი;
1992-2005 წ.წ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კომპიუტერული და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის სამეცნიერო ხელმძღვანელი;
1992-2003 წ.წ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის, მართვის სისტემების და ტელეკომუნიკაციის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში;
1988-1992 წ.წ. -საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოთვლითი ტექნიკის კათედრის დოცენტი და საპრობლემო ლაბორატორიის სექტორის გამგე;
1987-1988 წ.წ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპრობლემო ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი.
2013 წ. - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი;
2010 წ. - ევროპის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის ნამდვილი წევრი;
2004 წ. - საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის ნამდვილი წევრი;
1997 წ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი;
1996 წ. - საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი;
1995 წ. - საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი;
1994 წ. - გაეროსთან არსებული ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი;
2011წ. დღემდე - საქართველოს წარმომადგენელი სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია „ბირთვული კვლევების ცენტრი“-ს ფინანსურ კომიტეტში (ქ.დუბნა, რუსეთის ფედერაცია);
2011 წ. დღემდე - საქართველოს წარმომადგენელი სუამ-ის ქვეყნების ნანოტექნოლოგიების განვითარების საბჭოში.
2010 წ. დღემდე - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნანოტექნოლოგიების პრობლემების შემსწავლელი ჯგუფის ხელმძღვანელი;
2007 წ. დღემდე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე;
2006 წ. დღემდე - ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტის მრჩეველთა საბჭოს წევრი.
2005 წ. დღემდე - საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს წევრი;
1998 -2003წ.წ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის პრობლემათა სამეცნიერო საბჭოს წევრი;
1998-2003 წ.წ. - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის სამეცნიერო-საექსპერტო საბჭოს წევრი;
1999-2003 წ.წ. კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;
1992-1995 წ.წ. - საქართველო-სინგაპურის ერთობლივი წარმოების გენერალური დირექტორი;
1993 წლიდან მისი სამეცნიერო ხელმძღვანელობით დაცულია 18 საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია;
ავტორია 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 20 მონოგრაფიის, 11 სახელმძღვანელოსი და 20 პატენტის.
ასტროფიზიკა, კოსმოსური ხელსაწყოთმშენებლობა, ინფორმაციის პარალელური დამუშავების საშუალებები, ხომალდური მართვის მრავალმანქანური სისტემები, ენერგეტიკა, ტელეკომუნიკაცია.
2012 წ. - მიენიჭა საქართველოს ეროვნული პრემია მეცნიერების და ტექნიკის დარგში ბიომეტრიული კომპიუტერული ტექნოლოგიების დამუშავებისა და დანერგვისათვის;
2005 წ. - დაჯილდოვებულია მეცნიერების ისტორიის საქართველოს საზოგადოების მედლით მეცნიერებაში მიღწეული წარმატებისათვის;
2003 წ. - დაჯილდოებულია ღირსების ორდენით;
2000 წ. - მეცნიერების, ტექნიკის და ტექნოლოგიების განვითარებაში აღიარებული წვლილისათვის, აგრეთვე საერთაშორისო საინჟინრო თანამეგობრობის განმტკიცებისათვის, საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტთა საბჭოს დადგენილებით მიენიჭა საპატიო წოდება _ «მე-20 საუკუნის გამოჩენილი ინჟინერი»;
1996 წ. - დაჯილდოებულია ღირსების მედლით;
1995 წ. - მიენიჭა პროფესორის წოდება;
1992 წ. - მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი);
1991 წ. - მიენიჭა დოცენტის წოდება
1990 წ. - მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში მიკროპროცესორული ქსელური სტრუქტურების დამუშავებისა და სერიულ წარმოებაში დანერგვისათვის;
1987 წ. - მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი (საინჟინრო_ფიზიკის ინსტიტუტი - ქ. მოსკოვი);
ქართული (მშობლიური);
რუსული (სრულყოფილად);
ინგლისური (კარგად).