მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

რექტორი

აკადემიკოსი დავით გურგენიძე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიური დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი


დაბადების თარიღი: 16/10/1963

ელფოსტა: gurgenidzedavid@gtu.ge,

აკადემიკოსი დავით გურგენიძე დაიბადა 1963 წლის 16 ოქტომბერს თბილისში,1981-83 წლებში სწავლობდა ქ. მოსკოვის ვ. კუიბიშევის სახელობის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტში, 1983-87 წლებში – ­­­­საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტზე, მიენიჭა ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაცია. 1999-2001 წწ. – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე სამოქალაქო სამართლის მაგისტრის სპეციალობით.

2006-იდან იგი საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის ნამდვილი წევრია (აკადე­მიკ­ოსი), 2019-იდან – საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი). 2019 წ მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მშენებლის წოდება.

დავით გურგენიძის პროფესიული გამოცდილება მოიცავს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ დადგმული სიმძლავრეების (ჰიდროენერგეტიკული, ჰიდრომელი­ორაციული ჰიდროკვანძებისა და თბოელექტროსადგურების) საექსპლუატაციო ანალიზსა და მონიტორინგს, აგრეთვე სხვადასხვა ენერგეტიკული, სამოქალაქო და სამრეწველო ობიექტის მშენებლობა-რეკონსტრუქციაში მონაწილეობას.

1980 წ. მუშაობა დაიწყო ქ. მცხეთის სამრეწველო კომბინატში მუშად. 1980‐81 წწ. იყო საქართველოს სოფლის მშენებლობის სამინისტროს, №9 ტრესტის ზეინკალი; 1983‐87 წწ. – ენგურჰესის მშენებლობაზე, სამშენებლო რაზმების მეთაური; 1985‐90 წწ.– სპი‐ის ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტის კომკავშირის კომიტეტის მდივანი, სპი‐ის კომკავშირის კომიტეტის მდივნის მოადგილე, თბილისის საქალაქო კომიტეტის მეცნიერებისა და ტექნიკის განყოფილების გამგე; 1990‐93 წწ. – სამეცნიერო‐საწარმოო გაერთიანება „კომპლექსის“ გენერალური დირექტორის მოადგილე (ქ. თბილისი);1992‐94 წწ. – სს „ზოდიაქოს“ პრეზიდენტი (ქ. მოსკოვი); 1993‐97 წწ.– Ltd D.I.V.A. გამგეობის თავმჯდომარე (ქ. ვენა, ავსტრია); 1994‐96 წწ. – თეორიული და ექსპერიმენტული ფიზიკის ინსტიტუტში (ქ. მოსკოვი), მეცნიერი‐თანამშრომელი (სახელშეკრულებო თემა); 1997‐98 წწ. – სტუ‐ის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის კათედრის გამგის მოადგილე; 1997‐2001 წწ. – სს „მერკური – 92-ის“, გენერალური დირექტორი (ქ. თბილისი); 1998‐2001 წწ. – სტუ‐ის წარმოებისა და ბიზნესის ხელშემწყობი „TEMPUS TACIS“‐ის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი; 2001‐03 წწ. – სტუ‐ის ჰიდროსაინჟინრო ფაკულტეტის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე; 2001-04 წწ. – საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეა და მისი უშუალო საქმიანობის სფერო ჰიდროტექნიკური ნაგებობებია, სადაც მისი ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით მრავალი სამეცნიერო-საპროექტო და პრაქტიკული, ინოვაციური საქმიანობის რეალიზაცია მოხდა.

2002‐05 წწ. სტუ‐ის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის კათედრის მეცნიერი‐თანამშრომელია; 2005‐11 წწ. – საქართველოს საინჟინრო აკადემიის მრჩეველი; 2006‐07 წწ. – სტუ‐ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის, თბოტექნიკისა და ჰიდროენერგეტიკის დეპარტამენტის მოწვეული სპეციალისტი, საათობრივი ანაზღაუ­რე­ბით; 2012‐13 წწ. – სტუ‐ის სამშენებლო ფაკულტეტის წყალმომარაგების, წყალარინების, თბოაირმომარაგებისა და შენობათა საინჟინრო აღჭურვის დეპარტა­მენტის მოწვეული სპეციალისტი, საათობრივი ანაზღაურებით; 2013 წლიდან – სტუ‐ის სასწავლო პროცესის მონიტო­რინგის დეპარტამენტის უფროსი; 2015‐17 წწ. – სტუ‐ის სამშენებლო ფაკულ­ტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი; 2017‐18 წწ. – სტუ‐ის სადოქტორო საგანმა­ნათ­ლებლო პროგრამა „ჰიდროინჟინერიის“ – ხელმძღვანელი; 2017-20 წწ. – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი. ამ პერიოდში და ახლაც დავით გურგენიძე კოორდინაციას უწევს და თვითონაც აქტიურად მონაწილეობს სამეც­ნიერო სამუშაოებში, რომლებიც ეხება ზოგადად მშენებლობის ინდუსტრიის და კონკ­რეტულად ჰ/ტ ნაგებობების მნიშვნელოვან საკითხებს: სამშენებლო მასალების ღრმა მეცნი­ერულ კვლევებს, დაპროექტებისა და სამუშაოების წარმოების პროცესებს, კაშხლების, გვი­რა­ბების, წყალმიმღებ ნაგებობათა სეისმომედეგობის საკითხებს, საქართველოში მშენებარე ჰიდროტექნიკური ნაგებობების საპროექტო და საექსპლუატაციო შეფასებებს.

2017-იდან არის საქართველოს პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვით­მმართველობის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო‐საკონსულტაციო საბჭოს წევრი; 2020-იდან – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი; 2021-იდან საქართველოს პრეზიდენტის N 01/10/01 განკარგულებით, საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის წევრი; 2022 წლის 15 ივნისიდან – საქართველოს ტექნიკური უნივერ­სიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო საუნივერსიტეტო სადისერ­ტა­ციო საბჭოს თავმჯდომარე. 2023 წელს დავით გურგენიძე არის   საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

დავით გურგენიძე არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის 2 გამო­გონების, 7 მონოგრაფიის, 7 სახელმძღვანელოსი, 5 დამხმარე სახელმძღვანელოსი და   1 ენციკლოპედიური ლექსიკონის (Vტომი). კოორდინაციას უწევდა 3 საერთაშორისო საგრანტო პროექტს. იგი წლების განმავლობაში არაერთი სადისერტაციო ნაშრომის სამეც­ნიერო ხელმძღ­ვა­ნელია, მათგან დაცულია 7 სადოქტორო ნაშრომი.

დავით გურგენიძის აქტიურ სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობაზე მიუთითებს ისიც, რომ იგი არის აკადე­მიკოს ი. ეგიაზაროვის სახელობის წყლის პრობლემებისა და ჰიდრო­ტე­ქნიკის ინსტიტუტის (სომხეთის რესპუბლიკა, 2019წ.), ბელოსტოკის ტექნიკური უნივერსი­ტე­ტის (პოლონეთი, 2020წ.), უკრაინის ნაციონალური საავიაციო უნივერსიტეტის (2021წ.), სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის ნაციონალური უნივერსიტეტის (2021წ.) საპა­ტიო დოქტორი.

2021 წლიდან არჩეულია საქართველოს იურიდიული აკადემიის ნამდვილ წევრად.

პროფესორი დავით გურგენიძე სტუდენტი-ახალგაზრდობის აღზრდაში შეტანილი პი­რადი წვლილისათვის საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 21 დეკემბრის #1518 განკარ­გულებით დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდმა პროფესორ დავით გურგენიძეს 2007 წლის 24 მაისს საქველმოქმედო საქმიანობისა და კაცთმოყვარეობი­სათვის „ოქროს ფრთა“    გადასცა.

   2022 წლის 16 თებერვალს იგი დაჯილდოვდა ლიეტუვის რესპუბლიკის სახელმწიფო ორდენით – „დამსახურება ლიეტუვისთვის“ რაინდის ჯვრით.

2022-იდან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის

N02/30 ბრძანებით არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზი­დი­უ­მის ასოცორებული წევრი; 2023-იდან – საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედმი კონფე­რენციის თავმჯდომარე.

2023 წლის 5 მაისს აკადემიკოსი დავით გურგენიძე დაჯილდოვდა დანტე ალიგიერის საზოგადოების ოქროს მედლით და დიპლომით.

ყავს მეუღლე, ორი შვილი.

0322 77 11 11