კონკურსები
სიახლეები
სიახლეები

სიახლეები

კონკურსი

27 ივლ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლების საყურადღებოდ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის დამხმარე პერსონალის დამატებითი გასაუბრება ( მხოლოდ იმ პირთათვის ვინც საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდაა დანიშნულ დროს) ჩატარდება 2021 წლის 28 ივლისს 12 საათზე, სტუ-ს IV კორპუსის # 401 აუდიტორიაში.
16 ივლ

სტუ-ს ადმინისტრაციის დამხმარე პერსონალის გასაუბრების გრაფიკი

სტუ-ს ადმინისტრაციის დამხმარე პერსონალის გასაუბრების გრაფიკი.
გასაუბრება ჩატარდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის IV კორპუსის 401 აუდიტორიაში
15 ივლ

სტუ-ს ფაკულტეტების დამხმარე პერსონალის გასაუბრების გრაფიკი

სტუ-ს ფაკულტეტების დამხმარე პერსონალის გასაუბრების გრაფიკი
გასაუბრება დაიწყება 10:00 სთ-ზე
06 ივლ

უნივერსიტეტის სტრუქტურული რეორგანიზაციისა და კონკურსის გამოცხადების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა)“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ეკონომიკური გარემოებების, ტექნოლოგიური და ორგანიზაციული ცვლილებების გათვალისწინებით, განხორციელდეს უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაცია და უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და საუკეთესო მონაცემების მქონე კანდიდატის შერჩევის მიზნით, გამოცხადდეს შიდა კონკურსი
25 ივნ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (შემდგომში უნივერსიტეტი) აცხადებს ღია კონკურსს 2021-2022 სასწავლო წლიდან 4 წლის ვადით აკადემიური თანამდებობების (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი და ასისტენტი) დასაკავებლად შემდეგ ფაკულტეტებზე

სიახლეები და მოვლენები

23 ივლ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელმწიფო დაფინანსების მქონე საგანმანათლებლო პროგრამები ცნობილია

უკვე ცნობილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ის პრიორიტეტული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფინანსდება. შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აღნიშნულ პროგრამებზე ჩარიცხული აბიტურიენტების/პირველკურსელების სწავლის საფასურს სახელმწიფო 4 წლის მანძილზე სრულად დააფინანსებს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს
23 ივლ

პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი – ისტორია, რომლის შექმნაც საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა განაპირობა

დადგა დრო, შევაფასოთ განვლილი გზა, რომელიც საქართველოში საინჟინრო სკოლის შექმნას, განვითარებასა და მიღწევებს უკავშირდება. ამ მხრივ, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა იტვირთა ჩვენს ქვეყანაში სამშენებლო, მანქანათმშენებლობის, ენერგეტიკის, მეტალურგიის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულოობის, სამთო, გეოლოგიური, ქიმიური, გამოთვლითი ტექნიკის დარგების საკადრო, სამეცნიერო, ტექნიკური და ტექნოლოგიური განვითარება და მიღწევები
22 ივლ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, Amazon-ის ერთ-ერთი ტოპ-მენეჯერი სტუდენტებს წარმატებული კარიერის შექმნის შესაძლებლობებზე ესაუბრა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ პავლე მგელაძეს შეხვდნენ, რომელიც Amazon.com-ში მაღალ ბიზნესპოზიციაზე დასაქმებული პირველი ქართველია. სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ, წარმატების ერთ-ერთ მნიშვნელოვან და საინტერესო ისტორიას პირადად გაეცნობოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს
21 ივლ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ქართული ესტრადის ლეგენდას საიუბილეო თარიღს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, აკადემიური და სამეცნიერო წრეები, თანამშრომლები ქართული ესტრადის ლეგენდას, ქალბატონ ნანი ბრეგვაძეს 85 წლის იუბილეს ულოცავენ
21 ივლ

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია სამართლის ფილოსოფიაში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით იმართება სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია სამართლის ფილოსოფიაში
21 ივლ

ვაკანსია

კომპანია UGT დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის ვაკანსიას აცხადებს
21 ივლ

სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტმა სტუდენტებისთვის ვორქშოფი ჩაატარა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტმა 19-20 ივლისს, საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციასთან თანამშრომლობით, სტუდენტებში ნარჩენების მართვის, პოპულარიზაციისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, ჩაატარა ორდღიანი ვორქშოფი თემაზე: "მყარი ნარჩენების მართვის თანამედროვე პრაქტიკა და საქართველო”
19 ივლ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალ არიტექტორთა პროფესიული დახელოვნებისთვის ყოველწლიური კონკურსი დაარსდა

საქართველოს ტექნიკური უნვერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტების ინციატივით, მათივე ორგანიზებითა და ფაკულტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ღონისძიება - „ფრენის მემკვიდრეობა“ გაიმართა, რომელიც ცნობილი კონცეპტუალისტი არქიტექტორისა და პედაგოგის, ვაჟა გელაშვილის ხსოვნას მიეძღვნა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს

ყველა სიახლე