მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

თეიმურაზ ცაბაძე

ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, პროფესორი, 
საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი;
საერთაშორისო ჟურნალის  AIS: Advances in Information Sciences თანარედაქტორი;
შეყვანილია საქართველოს ენერგეტიკოსების ენციკლოპედიაში.
სტუ-ს კიბერნეტიკის ინსტიტუტის სტოქასტური ანალიზისა და მათემატიკური მოდელირების განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი;

პირადი ინფორმაცია:
დაბადების თარიღი: 14 აგვისტო 1950 წელი;
ოჯახური მდგომარეობა: ქვრივი, ჰყავს 2 შვილი და 2 შვილიშვილი;

განათლება:
1967 წ. - დაამთავრა ქ. თბილისის N42 მათემატიკური სკოლა;
1975 წ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, მათემატიკის სპეციალობა;
1988 წ. - დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ქ. მოსკოვის ცნიიპროექტში და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი;
გამოქვეყნებული აქვს 65 სამეცნიერო ნაშრომა მათ შორის  ორი სახელმძღვანელო და ერთი მონოგრაფია, ციტირების ინდექსი 75.
2008 წლიდან   მონაწილეობდა 18 საერთაშორისო კონფერენციასა დამსოფლიო მსოფლიო ფორუმში;

სამუშაო გამოცდილება:
1975-1979 წწ. - სახალხო მეურნეობის ეკონომიკისა და დაგეგმვის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, ეკონომიურ–მათემატიკური გამოკვლევების განყოფილება: უფროსი ლაბორანტი, უფროსი სპეციალისტი.
1979-1984 წწ. - „საქბაგირგზის“ სამმართველოს სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-საკონსტრუქტორო ინსტიტუტ ტრანსავტომატიკის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი.
1984-1986 წწ. - საქართველოს სახელმწიფო კომიტეტი საქსახსპეცტრანსის საგარეო კავშირებისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსი; მეცნიერების, ახალი ტექნიკის დანერგვისა და პერსპექტიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსი.
1986-1988 წწ. - „საქსახსპეცტრანსის“სამეცნერო-კვლევითი და საპროექტო-საკონსტრუქტორო ინსტიტუტ „ტრანსავტომატიკის“ დაპროექტების ავტომატიზაციის (CAD) სისტემებისა და გამოთვლითი ტექნიკის განყოფილების უფროსი – ინსტიტუტის CAD სისტემების მთავარი კონსტრუქტორი.
1988-1996წწ. - საქართველოს რესპუბლიკის მანქანათმშენებელთა საკავშირო სამეცნიერო ტექნიკური საზოგადოების სამეცნიერო–საინჟინრო ცენტრი “ТЕХМАШСАПР“, დირექტორი;
1996-1996წწ.- საქართველოს სათბობ–ენერგეტიკის სახელმწიფო კორპორაცია, ვიცე-პრეზიდენტი;
1996-2004წწ.-საქართველოს სათბობ–ენერგეტიკის სამინისტრო, მინისტრის მოადგილე;
2004-2007წწ. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია, მეთოდოლოგიური და ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი, დირექტორი;
2007-2009წწ. -შპს სამეცნიერო საინჟინრო ცენტრი „სისტემოტი“, გენერალური დირექტორი;
2008-2012წწ. -თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებები, მოწვეული ლექტორი;
2009-2016წწ. -სტუ, კომერციალიზაციის დეპარტამენტი, მთავარი სპეციალისტი.
2012-2017წწ.-ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, ბიზნეს სკოლა, პროფესორი;
2015-დღემდე -სტუ, ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი;
2016-დღემდე -ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის გამოყენებითი მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: 558 778027; ელ. ფოსტა: teimuraz.tsabadze@gtu.ge


0322 77 11 11