მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ქართლოს ყაჭიაშვილი

ქართლოს ყაჭიაშვილიტაქნიკურ მაცნიერებათა კანდიდატი (1978 წ. მოსკოვის ენერგეტიკული ინსტიტუტი), ტაქნიკურ მაცნიერებათა დოქტორი (1990 წ., მოსკოვის მენდელეევის სახ. ქიმიურ–ტექნოლოგიური ინსტიტუტი), პროფესორი.
2000 წელს თბილისის ი. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდმა საბჭომ მომანიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება.
1993 წლიდან კომპიუტერულ მეცნიერებათა და სისტემების საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი.
1983 წელს სსრკ–ს უმაღლესმა საატესტაციო კომისიამ მომანიჭა უფროს მეცნიერ თანამშრომლის სამეცნიერო წოდება.
1978–1979 წწ.–ში ვიყავი IMACS–ის ტერიტორიული ჯგუფის სწავლული მდივანი.
1993–2006 წწ.–ში ვიყავი მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) ბაზისური სისტემების კომისიის (CBS) წევრი.
1997–2000 წწ. – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს Ph.M.0108.C№5 წევრი.
1997–2006 წწ. – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს T 05.13.C№4 წევრი.
2020 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრი ინფორმატიკაში, მართვაში და ხელსაწყოთმშენებლობაში.
ღირესბის ორდენი № 722, მოწმობა № 07214, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 21 ივნისის № 21/06/01 განკარგულება.  
საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აკრედიტებული, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალვრიატო ორიგრამის „კომპიუტერული მეცნიერება“ ხელმძღვანელი.
2020 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი.
ვარ 22 საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის რედაქტორი, თანარედაქტორი, საპატიო რედაქტორი, სარედაქციო საბჭოს წევრი. მათ შორის – სამი იმპაქტ ფაქტორიანი ჟურნალი.
მრავალი საერთაშორისო (აგრეთვე ყოფილი საკავშირო) კონფერენციის ორგკომიტეტების, საპროგრამო კომიტეტების, მრჩეველთა კომიტეტების წევრი, სესიის ორგანიზატორი, სექციის თავჯდომარე, მიპატიჟებული მომხსენებელი. ვარ ოთხი საერთაშორისო კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, რომლებიც გაიმართება მიმდინარე წელს დუბაიში (არაბთა გაერთიანებული ემირატები), მონრეალში (კანადა), რომში (იტალია) და თბილისში (საქართველო).     

პირადი ინფორმაცია:
დაბადების თარიღი: 23 დეკემბერი 1950 წელი; 
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული (ორი შვილი, სამი შვილიშვილი); 

განათლება
1967 – 1972 წ. – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი, ელექტრონული გამოთვლითი მანქანების სპეციალობა. ინჟინერ–ელექტრიკოსის კვალიფიკაცია.
1973–1977 წ. – მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტი, გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტის ასპირანტი.

კვალიფიკაცია
1978 წ. - მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი, სპეციალობით „ტექნიკური კიბერნეტიკა და ინფორმაციის თეორია“; მოსკოვის ენერგეტიკული ინსტიტუტი;
1990 წ. – მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი, სპეციალობით „კომპიუტერული ტექნიკის, მათემატიკური მოდელირების და მეთემატიკური მეთოდების გამოყენება კვლევებში“ და „გარემოს, ნივთიერებების, მასალების და საგნების კონტროლის საშუალებები და მეთოდები“; დ. მენდელეევის სახ. მოსკოვის ქიმიურ–ტექნოლოგიური ინსტიტუტი.
გამოქვეყნებული აქვს 219 სამეცნიერო ნაშრომი, 3 სახელმძღვანელო (ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე), 7 მონოგრაფია (რუსულ და ინგლისურ ენებზე).

სამუშაო გამოცდილება:
1972-1984 წწ. - მრეწველობის ავტომატიზაციის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი, ინჟინერი, ქ. გორი.
1974–1977 წწ. – მოსკოვის ენერგეტიკული ინსტიტუტის გამოყენებითი მათემატიკის კათედრის ასპირანტი, ამავე კათედრის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, მოსკოვი.
1977–1981 წწ. – სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება „ელვა“, ლაბორატორიის გამგე, თბილისი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, დოცენტი (შეთავსებით).
1981–1992 წწ. – თბილისის სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება „ანალიზხელსაწყო“, განყოფილების გამგე, თბილისი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, პროფესორი (შეთავსებით).   
1992–2001 წწ. – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს ეროვნული ცენტრის უფროსი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, პროფესორი (შეთავსებით); თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მათემატიკის ფაკულტეტი, პროფესორი (შეთავსებით); თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი (შეთავსებით).
2001–2007 წწ. – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, პროფესორი (შეთავსებით).
2007–2012 წწ. – ლაჰორის სახელმწიფო კოლეჯ–უნივერსიტეტის აბლუს სალამის სახელობის მათემატიკურ მეცნიერებათა სკოლის უცხოელი პროფესორი (პაკისტანი); თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი (საზოგადოებრივ საწყისებზე).
2011 წ.–დან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, პროფესორი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (შეთავსებით); საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათემატიკის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (შეთავსებით 2019 წ.–დან).

1997 – 2019 წწ.–ში მიღებული აქვს 33 ეროვნული და საერთაშორისო გრანტი.

საკონტაქტო ინფორმაცია
ტელ.: (995) 99 74 33 67 

ელ. ფოსტა: k.kachiashvili@gtu.ge
0322 77 11 11