მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ნანა ებელაშვილი

ნანა ებელაშვილი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვების მრეწველობის   ინსტიტუტის ღვინისა და ჭაჭის არყის დეპარტამენტის მთავარი მცნიერ თანამშრომელი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი;
საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი;
აშშ ენოლოგთა  და მევენახთა საზოგადოების პროფესიული წევრი.

პირადი ინფორმაცია:

დაბადების თარიღი: 8 ივნისი, 1941 წელი;
ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს სამი შვილი.

განათლება

2006წ -  ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი; დისერტაციის თემა „ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოკვლევა  ვარდისფერი და ცქრიალა ღვინოების დამზადების  პროცესში მათი ტექნოლოგიების სრულყოფის მიზნით“.
1976 წ -  ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი; დისერტაციის თემა  „სიდრისა და პუარეს დამზადების საკითხის გამოკვლევა საქართველოში“.
1966 -1969 წწ  -  ასპირანტურა, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ღვინის ტექნოლოგიის განყოფილება.
1959 – 1965წწ - საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი სპეციალობით - მეღვინეობა და ხილ-ბოსტნეულის დაკონსერვების ტექნოლოგია, კვალიფიკაცია - ინჟინერ-ტექნოლოგი.

სამეცნიერო მოღვაწეობის სფერო 

ფერმენტული მაცერაციის ტექნოლოგიური ხერხების გავლენის კვლევა სუფრის მშრალი, ნახევრადტკბილი, სადესერტო, შემაგრებული და ლიქიორული ტიპის ღვინოების ხარისხის მახასიათებლებზე (ფენოლური ნივთიერებები და ანტიოქსიდანტური აქტიურობა, ამინომჟავები, ორგანული მჟავები, არომატული კომპონენტები, ბიოგენური ამინები; სენსორული მახასიათებლები); მაღალი ანტიოქსიდანტური აქტიურობის ღვინოების,  წვენებისა და ექსტრაქტების  ინოვაციური ტექნოლოგიების შემუშავება; ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დინამიკის  კვლევა ღვინის დამზადება–შენახვა–სტაბილიზაციის, დაძველების  ბიოტექნოლოგიურ პროცესებში; ღვინის წარმოების ნარჩენებიდან ბიოაქტიური კომპონენტებით მდიდარი პროდუქტების დამზადების ტექნოლოგიების შემუშავება; ცქრიალა ღვინოების,  ტრადიციული ტექნოლოგიების გამოყენებით დამზადებული ღვინოების,  ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებისა და კომერციული ქართული „ბიო“ ღვინის  ხარისხის მახასიათებლების კვლევა; კლიმატის ცვლილების გავლენის გამოკვლევა ქართული ღვინოების ხარისხზე; მეღვინეობაში  გოგირდის დიოქსიდის ალტერნატიული ნანოსტრუქტურული კოლოიდური ვერცხლის გამოყენების კვლევა; სულფიტებისაგან თავისუფალი ღვინის წარმოების ტექნოლოგიის შემუშავება. 

პროფესიული მოღვაწეობა

2018 წ - დღემდე  - მთავარი მეცნიერ თანამშრომელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვების მრეწველობის   ინსტიტუტის ღვინისა და ჭაჭის არყის დეპარტამენტი;
2011წ - დღემდე  - მეცნიერ თანამშრომელი მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის ღვინის ტექნოლოგიის ლაბორატორია;
1999–2011წწ - უფროსი მეცნიერ თანამშრომელი საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ღვინის ტექნოლოგიისა და ბიოქიმიის განყოფილება;
1981–1999წწ - უფროსი მეცნიერ თანამშრომელი საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ღვინის ტექნოლოგიის განყოფილება;
1969-1981წწ - უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ღვინის ტექნოლოგიის განყოფილება. 

დამატებითი პროფესიული მოღვაწეობა

2008-2014წწ - საერთაშორისო და შ. რუსთაველის   ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ხუთი გრანტის პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი;

2012-2019წწ -  აგრარული უნივერსიტეტის ერთი დოქტორანტის და  ოთხი მაგისტრანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი;
2013 წ. -  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიწვეული
ექსპერტი, საქართველოს უმაღლესი საგანამანათლებლო და სამეცნიერო
კვლევითი დაწესებულებების სამეცნიერო საქმიანობის წლიური და
დასრულებული სამეცნიერო კვლევითი სამუშაოების  ექსპერტიზისათვის.

2012 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის პედაგოგიური  უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო კომისიის წევრი;

2012 წლიდან  – დღემდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის პედაგოგიური  უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი.

პუბლიკაციები

ავტორია 112-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის 1 მონოგრაფიის, 7 პატენტის, უკანასკნელ 10 წელიწადში - 47 სტატიის.

საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში (კონგრესი, სიმპოზიუმი, კონფერენცია) მონაწილეობა

2019წ - საერთაშორისო  სამეცნიერო კონფერენცია  „ქართული ღვინო და ვაზი - ტრადიციები და სამეცნიერო გამოწვევები“, თბილისი;
2019წ. - მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო სკოლა-კონფერენცია, გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია, თბილისი;
2017წ - საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, მევენახეობა და მეღვინეობა ევროპის ქვეყნებში–ისტორიული ასპექტები და პერსპექტივები, თბილისი;
2016წ - შავი ზღვის ასოციაციის კვების მეცნიერების და ტექნოლოგიის პირველი კონგრესი (B-FoST)  B-Fost Congress, ოხრიდი, მაკედონია;
2016წ - საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია  „ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოების თანამედროვე  ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისათვის“, თბილისი;
2016წ - საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია  “Youth scientific achievements to the 21st century nutrition problem solution“, კიევი, უკრაინა;
2015წ - საერთაშორისო  სამეცნიერო სიმპოზიუმი „The 26-th International Symposium on Pharmaceutical and Biomedical Analysis“, თბილისი;
2015წ -  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია   “Dialogue on Sciences”, ერევანი, სომხეთი;
2014წ - მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერნეტ-კონფერენცია "ბიოუსაფრთხო კვების პროდუქტთა პრობლემები, ახალი ტექნოლოგიები და ბიზნეს გარემო", ქუთაისი;
2013წ - международная научная  конференция, посвященная проблемам продовольственной обеспеченности и биоразнообразия; ერევანი, სომხეთი;
2013წ - საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "ინოვაციური ტექნოლოგიები
და თანამედროვე მასალები", ქუთაისი;
2011წ - 34th World Congress of Vine and Wine; პორტო, პორტუგალია;
2011წ - 62nd ASEV National Conference, მონტერეი, აშშ;
2011წ - მეორე საერთაშორისო სამეცნიერო–პრაქტიკული ინტერნეტ–კონფერენცია „ბიოუსაფრთხო კვების პროდუქტთა პრობლემები, ახალი ტექნოლოგიები და ბიზნეს გარემო“, ქუთაისი;
2010წ - 33rd World Congress of Vine and Wine, თბილისი;
2010წ - საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია, „ინოვაციური ტექნოლოგიები და თანამედროვე მასალები“, ქუთაისი;
2009წ - Международная Научно- Практическая конференция, ”Состояние и перспективы развития науки о виноградарстве и вине в XXI столетии”, ოდესა, უკრაინა;
2008წ - Международная Научно- Практическая конференция,  იალტა, უკრაინა;
2004წ - Международная научно-практическая конференция, “ВСЕ О ВИНОДЕЛИИ И
ДЛЯ ПРОИЗВОДИТЕЛЕЙ ВИНА”, კიშინიოვი, მოლდავეთი;

2000წ - საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური  კონფერენცია. „სასურსათო პროდუქტების წარმოების, ქიმიური მრეწველობის ტექნოლოგიებისა და ტექნიკის სრულყოფა“, ქუთაისი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ.: (+995) 599 51 77 42

ელ. ფოსტა: n.ebelashvili@gtu.ge
0322 77 11 11