მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

მარინა მენთეშაშვილი

მარინა მენთეშაშვილიფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

პირადი ინფორმაცია:
დაბადების თარიღი: 8 ნოემბერი 1963 წელი;
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული.

 განათლება: 

1980 – 1985 წწ. – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი, დიპლომი წარჩინებით, სპეციალობა - გამოყენებითი მათემატიკა;  კვალიფიკაცია - მათემატიკოსი;

1985 –1989 წწ. – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტის ასპირანტი.

 კვალიფიკაცია: 

1995 წ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის სპეციალიზირებულ სადისერტაციო საბჭოზე მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი ორი სპეციალობით: გამოთვლითი მათემატიკა (01.01.07), დიფერენციალური განტოლებები (01.01.02);

 2000 წ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა დოცენტის წოდება გამოთვლითი მათემატიკის სპეციალობით.

 მეცნიერული მიღწევები:

  • გამოქვეყნებული აქვს 45-ზე მეტი სამეცნიერო სტატია, 3 სახელმძღვანელო. არის მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტებისა და გრანტების მონაწილე.
  • სამეცნიერო მიწვევები უცხოეთის უნივერსიტეტებში: დებრეცენის უნივერსიტეტი (უნგრეთი, 2014 წლის 16 თებერვლიდან 16 მაისამდე), პალერმოს უნივერსიტეტი (იტალია, 2015 წლის 10 ივლისიდან 9 სექტემბრამდე), კრაკოვის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (პოლონეთი, 2017 წლის ნოემბერი, 2018 წლის  დეკემბერი), დებრეცენის უნივერსიტეტი (უნგრეთი, 2017 წლის დეკემბერი, 2018 წლის  ნოემბერი).

 სამუშაო გამოცდილება:

1985 - 1989 წწ. - საქართველოს განათლების სამინისტროს ნორჩ ტექნიკოსთა სადგურის მეთოდისტი;

1989 - 1995  წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორანტი, ასისტენტი, მეცნიერი თანამშრომელი;

1996 - 2006 წწ. -  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერების მათემატიკური უზრუნველყოფისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების კათედრის დოცენტი;

1997 წლიდან  დღემდე - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი, ასისტენტ პროფესორი, ასოცირებული პროფესორი;

2009 - 2015 წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოთვლითი მათემატიკის დეპარტამენტის მოწვეული ასოცირებული პროფესორი, პროფესორი;

2006 - 2018 წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;

2018 წლიდან დღემდე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

 ენები:

ქართული (მშობლიური), რუსული (თავისუფლად), გერმანული (საშუალოდ), ინგლისური (საშუალოდ)

 საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ.: +995 557 281 980 
ელ. ფოსტა:
m.menteshashvili@gtu.ge 

0322 77 11 11