მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

მაია მელაძე

მაია მელაძესოფლის მეურნეობის დოქტორი.  
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
სტუ-ს აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი (ა); სტუ-ს ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სასოფლო-სამეურნეო ეკოლოგიის მიმართულების რეგიონალური კოორდინატორი; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ,,ადამიანი და ბიოსფეროს ეროვნული კომიტეტი’’-ს (UNESCO) წევრი

პირადი ინფორმაცია:
დაბადების თარიღი: 19 ივლისი, 1962 წელი
ოჯახური მდგომარეობა: დაუოჯახებელი

განათლება:
1979 წ. დაამთავრა ქ.თბილისის მე-15 საშუალო სკოლა;
1980-1985 წ. - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი.  მეაბრეშუმეობის ფაკულტეტი, კვალიფიკაცია - აგროინჟინერი;
2003-2005 წ. - ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლიმატოლოგიისა და აგრომეტეოროლოგიის განყოფილების მაძიებელი.

კვალიფიკაცია:
2005 წ. - მიენიჭა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, სპეციალობით ,,აგროეკოლოგია’’.
გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი სამეცნიერო სტატია, 5 მონოგრაფია, 4 სახელმძღვანელო, 3 მეთოდური მითითება. ბოლო 10 წლის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო 8 საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტში (გრანტში); 45 საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციაში.

სამუშაო გამოცდილება:
2014 წ.-დან დღემდე სტუ-ს ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის კლიმატოლოგიის და აგრომეტეოროლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი; სამეცნიერო საბჭოს წევრი;
2017 წ. -დან დღემდე სტუ-ს აგრარული მეცნიერების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი (ა);
2011 წ.-დან დღემდე ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის გამოყენებითი ეკოლოგიის ინსტიტუტის აგროეკოლოგიის განყოფილების გამგე;
2008-2018 წ. სტუ-ს ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მდივანი;
2000-2014 წ. სტუ-ს ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის კლიმატოლოგიის და აგრომეტეოროლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
2014-2017 წ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი;
2005-2015 წ. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის აგროეკოლოგიის და აგრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის პროფესორი (ა), სადისერტაციო საბჭოს წევრი;
2013-2014 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი (ა);
2011-2013 წწ. ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი (ა);
ჯილდოები  -  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სიგელი აგრარულ დარგში მიღწეული წარმატებებისათვის.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.:(+995) 593-118-164
ელ.ფოსტა: m.meladze@gtu.ge     meladzem@gmail.com


0322 77 11 11