საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის MAAM და საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი; საქართველოს არქიტექტორთა კავშირის გამგეობის წევრი; UNESCO-ს და UIA (არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის) არქიტექტურული განათლების კომისიის რეფლექსური ჯგუფის წევრი;
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალ "არქიტექტურის და ქალაქგეგმარების თანამედროვე პრობლემები"–ს მთავარი რედაქტორი 2009-2016 წლებში, (ISSN 2233-3266. http://dspace.nplg.gov.ge).
პირადი ინფორმაცია:
დაბადებისთარიღი: 2 აპრილი 1954 წელი;
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული;
განათლება:
1971 -1976 წლები – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. არქიტექტურის ფაკულტეტი. არქიტექტორის კვალიფიკაცია.
1983 -1987 წლები საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. არქიტექტურის ფაკულტეტის ასპირანტურა.
კვალიფიკაცია:
1987– მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტში დაცული დისერტაციის დაცვის შემდგომ მიენიჭა არქიტექტურის კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი ქალაქთმშენებლობის სპეციალობით.
გამოქვეყნებული აქვს 41 სამეცნიერო სტატია, მონოგრაფია, არის 65–ზე მეტი განხორციელებული არქიტექტურული პროექტის ავტორი, საერთაშორისო და ადგილობრივი არქიტექტურული კონკურსების 6 გზის ლაურეატი.
სამუშაო გამოცდილება:
1976-1983 წლები – სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტი “საქსახპროექტი“–ს არქიტექტორი;
1983-1987 წლები – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურული გეგმარების კათედრის ასპირანტი;
1987-1988 წლები – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურული გეგმარების კათედრის ასისტენტი;
1988 - წლიდან – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამოქალაქო შენობების არქიტექტურის #97 კათედრის დოცენტი;
1989-1991 წლები – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანი;
1993-1998 წლები – სააქციო საზოგადოება „გეო“–ს პრეზიდენტი;
1998-1999 წლები– ქ.თბილისის მერიის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე;
1999-2002 წლები – ქ.თბილისის მერიის შ.პ.ს. “არქიტექტურის და ქალაქმშენებლობის კომპანიის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, შემდგომ გენერალური დირექტორი;
2002-2004 წლები – ქ.თბილისის მერიის გენერალური გეგმის და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე;
2004-2009 წლები – სამშენებლო კომპანია „იბერია“–ს არქიტექტურული სტუდიის ხელმძღვანელი;
2005- 2016 წლები – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი;
2006- 2017 წლები – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის პროფესორი;
2017 - დღემდე – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის პროფესორი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.:( +995) 599 50 32 81
ელ. ფოსტა: g.mikiashvili@gtu.ge