მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

გუგა ჭოხონელიძე

გუგა ჭოხონელიძეტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

პირადი ინფორმაცია:

დაბადების თარიღი 16 თებერვალი 1928 წ., თბილისი, მოსამსახურის ოჯახი.

ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე  ორი შვილი, ოთხი შვილიშვილი და სამი შვილთა შვილიშვილი.

განათლება:

1945 წწ.   - დაამთავრა ქ თბილისის მეთორმეტე საშუალო სკოლა;

1945-1950 წწ.   -   საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი (ამჟამად ტექნიკური უნივერსიტეტი) სამშენებლო ფაკულტეტი, სპეციალობით სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობა.

მიენიჭა ინჟინერ მშენებლის კვალიფიკაცია.

1951-1954 წწ.  - ასპირანტურა, საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის ინსტიტუტი.

 

კვალიფიკაცია:

1957 წ.  - დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ მიწის კაშხლები და მათზე მშენებლობა.“

1974 წ.  - დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „საქართველოს სუსტი გრუნტები  როგორც ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ფუძეები.“

1979 წ.  - მიენიჭა პროფესორის წოდება.

გამოქვეყნებული აქვს 100- ზე  მეტი სამეცნიერო ნაშრომი,  მათ შორის  2 მონოგრაფია, 3 სახელმძღვანელო, 2 გამოგონება   და 90 სამეცნიერო სტატია.მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ რესპუბლიკურ და საერთაშორისო  სამეცნიერო და სამეცნიერო-ტექნიკურ კონფერენციაში და სიმპოზიუმში.

 

სამუშაო გამოცდილება:

1950-1951   -  მინგეჩაურის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, ინჟინერი.

1953 წ.  -  მუშაობა დაიწყო საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად.

1954-1958 წწ.  -  მუშაობდა  ამავე ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე.

1958 წ.  -  მუშაობა გააგრძელა ახლად გახსნილ,  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის  ინსტიტუტში  უმცროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე.

1961 წელს გადაყვანილ იქნა უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე.

1962 წლიდან  - მუშაობდა ამავე   ინსტიტუტის სწავლული მდივნის თანამდებობაზე.

1976-1982 წწ.  -  ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში.

1983-2012 წწ.  -  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გრუნტების მექანიკისა და ფუძე-საძირკვლების კათედრის გამგე.

2012 წლიდან -  დღემდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამშენებლო ფაკულტეტი, „სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის #101 დეპარტამენტი,  პროფესორი.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ.:  599 50 72 21

ელ. ფოსტა:  g. chokhonelidze@gtu.ge
0322 77 11 11