რევაზ კლდიაშვილი

რევაზ კლდიაშვილი ქიმიურ  მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი; პროფესორი
საქართველოს საიჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი;კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი-მთავარი მეცნიერი და ცენტრის სამეცნიერო საბწოს წევრი.
საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს წევრი; 
Sigma-Xi ამერიკელ მეცნიერთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი;
სამეცნიერო ჟურნალ „ინტელექტი’’ს რედკოლეგიის  წევრი; 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიის დეპარტამენტის სადისერტაციო საბჭოს წევრი;
დაჯილდოებულია  დავით კლდიაშვილის სახელობის პრემიით - პროზაში, საქართველოს სახელმწიფო პრემიით ლიტერატურის დარგში -დრამატურგია, საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის პრემიით  „წლის საუკეთესო სპექტაკლისათვის“-  ”ზარატუსტრას ჟამი”.ქართული დრამატურგიის განვითარებასი შეტანილი წვლილისათვის გადეცა საპატიო სიგელი. საქართველოს კულტურის სამინისტრომ, ქართული კულტურის  განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მიანიჭა წოდება -„ხელოვნების ქურუმი“.არის „ქუთაისის საპატიო მოქალაქე“.


პირადი ინფორმაცია
დაბადების თარიღი: 24 სექტემბერი 1947 წელი; 
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული; 

განათლება
1965 – 1971 წ_ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის, ქიმიური და კვების ტექნოლოგიის    ფაკულტეტი, ძირითადი ორგანული და ნავთობ - ქიმიური სინთეზი და ტექნოლოგიის სპეციალობა, ინჟინერ - ტექნოლოგის კვალიფიკაცია;
1977– 1979 წ.  -   საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი, ორგანული სინთეზის ლაბორატორიის ასპირანტი; 

კვალიფიკაცია
1983 წ. - მიენიჭა ქიმიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; 
გამოქვეყნებული აქვს 130- სამეცნიერო სტატია, სახელმძღვანელო -3, დამხმარე მეთოდური-7,  მონოგრაფია- 5,  საავტორო მოწმობა-2.

სამუშაო გამოცდილება:

2009 წ. – დღემდე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი, ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პროფესორი 2015 წ. - დღემდე კორნელი კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, რესტავრაცია-კონსერვაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელი;

2006 – 2009 წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი, ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი;

1992 – 2015 - თბილისის პეტრე შოთაძის სახ. სამედიცინო აკადმია, სამედიცინო ქიმიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი;

1998 – 2005 წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის დირექტორი;

1992 – 1998 წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქიმიური ტექნოლოგიის სასწავლო -სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში;

1992 – 2006 წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის დოცენტი;

1988-1992 წწ. - აკად. კ.ერისთავის სახ. ქირურგიის ინსტიტუტის ბიოპოლიმერების ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი;

1972-1988 წწ. – საქ. მეცნ.აკადემიის პეტრე მელიქიშვილის სახ. ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი;

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 577 49 50 25

Rezo.kldiashvili@yahoo.com