განათლება: უმაღლესი
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობა სამართალმცოდნეობა (წარჩინებით).
სამეცნიერო ხარისხი, წოდება:
იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი.
სამუშაო გამოცდილება:
1973-1997 წ.წ. _ შინაგან საქმეთა სამინისტრო, გამომძიებლის, დეპარტამენტის თავმჯდომარის და მინისტრის მოადგილის თანამდებობები.
1997-1998 წ.წ. _ სახელმწიფო უშიშროების მინისტრი.
1999-2004 წ.წ. _ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე.
2004-2005 წ.წ. _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.
2009 - დღემდე _ სტუ-ს სრული პროფესორი.
შეთავსებით:
1989-2004 წ.წ. _ თსუ-ს დოცენტი.
2004-2009 წ.წ. _ სტუ-ს მოწვეული პროფესორი.
გამოცემები და პუბლიკაციები:
30 სამეცნიერო სტატია, 1 სახელმძღვანელო, 1 დამხმარე სახელმძღვანელო, 100-მდე საგაზეთო სტატია, კრიმინალისტიკის კურსის თანაავტორი.
დამატებითი ინფორმაცია:
დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის და ღირსების ორდენით, ასევე სხვა სამთავრობო ჯილდოებით.
მიღებული აქვს მონაწილეობა სამიტებში და 30-მდე საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციაში.
გავლილი აქვს სპეციალური კურსები და ტრეინინგები ტერორიზმის, ნარკოტიზმის, კორუბციის და სამართალდაცვის სისტემის რეფორმების ხაზით აშშ-ს იუსტიციის სამინისტროში (ქ. ვაშინგტონი), უნგრეთში გამოძიების ფედერალური ბიუროს ოფისში (ქ. ბუდაპეშტი), საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში (ქ. პარიზი) და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში (ქ. გარმიში).
ენები:
ქართული - მშობლიური
რუსული - სრულყოფილად
გერმანული - კარგად