ძიძიგური გიორგი
ელ.ფოსტა: z.dzidziguri@gtu.ge
1969-1974 – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი. სპეციალობა – ელექტრონული გამოთვლითი მანქანები.
1976-1979 – მოსკოვის მართვის პრობლემების ინსტიტუტის მიზნობრივი ასპირანტურა.
1984-1985 – აშშ, კალიფორნიის უნივერსიტეტი ლოს ანჟელესში (UCLA), გაცვლითი პროგრამით მიწვეული პროფესორი, სამეცნიერო თემატიკა – ოპტიმალური მართვა.
2011 წლის იანვრიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი.
2006-დღემდე – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და მენეჯმენტის მიმართულების სრული პროფესორი.
2007-დღემდე – კავშირის „სმარტ კონსალტინგის“ გამგეობის თავმჯდომარე.
2010-2011 – „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი.
2005-2007 – საჯარო სამსახურის ბიუროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი.
2005-2006 – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის საფუძვლებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების კათედრის გამგე, პროფესორი.
1998-2005 – ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრის (GEPLAC) დირექტორი.
1995-2005 – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის საფუძვლებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების კათედრის გამგე, პროფესორი.
1989-1994 – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების სამმართველოს უფროსის მოადგილე; სამმართველოს უფროსი.
1974-1989 – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის საპრობლემო ლაბორატორიის ლაბორანტი; უმცროსი მეცნიერ მუშაკი; უფროსი მეცნიერ მუშაკი.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დახმარება ადამიანური რესურსების მართვის პროცესებისა და პროცედურების განვითარებაში (საგრანტო პროექტის ავტორი და პროექტის დირექტორი, განხორციელდა USAID/CAUCASUS FORECAST პროგრამის დაფინანსებით).
საქართველოს პარლამენტის აპარატის მხარდაჭერა ადამიანური რესურსების მართვის პროცესებისა და პროცედურების შემდგომი განვითარების მიზნით (ინდივიდუალური გრანტი, განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „ძლიერი პარლამენტი კონსოლიდირებულ დემოკრატიაში“ ფარგლებში).
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მხარდაჭერა ახალი საორგანიზაციო სტრუქტურისა და ადამიანური რესურსების მართვის სისტემის შექმნის მიზნით (საგრანტო პროექტის თანაავტორი და პროექტის დირექტორი, განხორციელდა EuropeAid–ის ფინანსური დახმარებით).
შპს „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ ადმინისტრაციული შემადგენლობის საქმიანი და პიროვნული თვისებების კვლევა ორგანიზაციული მართვის სისტემების დინამიური განვითარების მიზნით (ინდივიდუალური ექსპერტი).
ადმინისტრაციული და აკადემიური შემადგენლობის შერჩევა „ევროპული სკოლის“ საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამისათვის (პროექტის დირექტორი).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და რესურსცენტრების მენეჯერთა ტრენინგი ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკასა და მისი განხორციელების თანამედროვე მეთოდებში (ინდივიდუალური გრანტი, განხორციელდა UNDP-ს დაფინანსებით).
საქართველოს ეროვნული ბანკის ად. რესურსების მართვის განყოფილების ტექნიკური დახმარება (საგრანტო პროექტის ავტორი და პროექტის დირექტორი, განხორციელდა USAID/CAUCASUS FORECAST პროგრამის დაფინანსებით).
„საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დახმარება ადამიანური რესურსების მართვის პროცესებისა და პროცედურების განვითარებაში (საგრანტო პროექტის ავტორი და პროექტის დირექტორი, განხორციელდა USAID/CAUCASUS PAR პროგრამის დაფინანსებით).
ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის შემუშავებისა და მისი დანერგვის წინაპირობების კვლევა საქართველოს საჯარო სამსახურის სისტემაში (საგრანტო პროექტის ავტორი და პროექტის დირექტორი, განხორციელდა USAID/CAUCASUS PAR პროგრამის დაფინანსებით).
მცირე და საშუალო ბიზნესის პროპლებემის, ტრენინგების საჭიროებისა და მიმდინარე ეტაპზე ასეთი მომსახურების მიმწოდებელთა კვლევა (პროექტის თანაავტორი და პროექტის დირექტორი, განხორციელდა JICA–ს დაფინანსებით).
სამუშაოთა ანალიზი და კომპეტენციათა განსაზღვრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საელჩოსა და გენერალური საკონსულოსთვის თურქეთში. (ინდივიდუალური გრანტის ავტორი, საერთაშორისო ექსპერტი, განხორციელდა USAID/AED დაფინანსებით).
UNDP-ს პროექტი „საქართველოს საჯარო სამსახურში კადრების შერჩევისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვა“ (საგრანტო პროექტის ავტორი და პროექტის დირექტორი).
საქართველოს საჯარო სამსახურში კადრების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვა (ექსპერტთა ჯგუფის უფროსი, განხორციელდა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით).
განათლების სისტემის რეფორმის პროექტის ატესტაცია–აკრედიტაციის კომპონენტი (ექსპერტთა ჯგუფის უფროსი, განხორციელდა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით).
Tacis–ის პროექტის „საჯარო სამსახურის რეფორმა და მოხელეთა წვრთნა (ექსპერტთა ჯგუფი უფროსი).
მართვის სფეროში განხორციელებული აქვს მრავალი საკონსულტაციო სამუშაო და ტრენინგი სახელმწიფო და კერძო სექტორის სხვადასხვა დაწესებულებისთვის.
1996-2006 წლებში გავლილი აქვს სპეციალური მომზადება ბრიტანეთის ფსიქოლოგთა ასოციაციის SHL სასწავლო აკადემიაში დაქირავების ტესტებისა და პიროვნული თვისებების საკვლევი კითხვარების ადაპტირებასა და გამოყენებაში, სამუშაოს ანალიზსა და კომპეტენციების განსაზღვრაში და შესრულებული სამუშაოს შეფასებაში. 1995 წლიდან არის „მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვის ხელშემწყობი საზოგადოების“ ვიცე–პრეზიდენტი. არის 41 პუბლიკაციის ავტორი/თანაავტორი. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ქართული (მშობლიური);
ინგლისური (თავისუფლად);
რუსული (თავისუფლად).