მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

II. საკონკურსო პირობები

II. საკონკურსო პირობები

1. კონკურსის პირობები:

ა) პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;

ბ) ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

გ) ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;

დ) ასისტენტად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი. 

ინფორმაცია აკადემიური პერსონალის დატვირთვის და ანაზღაურების შესახებ

აკადემიური პერსონალის ვალდებულება შედგება სამი კომპონენტისგან:

  1. სასწავლო-პედაგოგიური;
  2. საკონსულტაციო ვალდებულება და საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკის უზრუნველყოფა/მონაწილეობა;
  3. სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა. 

პროფესორის ვალდებულებები

(ანაზღაურება - თვეში 1725 ლარი)

1.       სასწავლო-პედაგოგიური (ლექცია, პრაქტიკული, სემინარი, ლაბორატორია, საკურსო სამუშაო, საკურსო პროექტი) კვირაში 8 -10 საათი, წელიწადში 240-300 საათი;

2.       საკონსულტაციო ვალდებულება და საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკის უზრუნველყოფა/მონაწილეობა;

3.       სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა:

3.1.ყოველ ორ წელიწადში, არანაკლებ ორი სტატიის გამოქვეყნება ადგილობრივ რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში/კრებულში (აქედან არანაკლებ ერთი -სტუდენტ(ებ)ის თანამონაწილეობით);

3.2. ყოველ ორ წელიწადში, საერთაშორისო, მაღალ რეიტინგულ რეფერირებად ჟურნალში/კრებულში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნება;

3.3. ყოველ ორ წელიწადში, საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში (კონფერენცია, სიმპოზიუმი, ვორკშოპი, სამეცნიერო სემინარი, კონგრესი) მონაწილეობა მომხსენებლის სტატუსით;

3.4 ოთხი წლის განმავლობაში, გამოაქვეყნოს ერთი სახელმძღვანელო, სამეცნიერო წიგნი, მონოგრაფია ან კრებული;

3.5. ოთხი წლის განმავლობაში, მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტში.

პროფესორის ვალდებულებაში შედის, აგრეთვე:

ა) მაგისტრანტის ან/და დოქტორანტის ხელმძღვანელობა (როგორც წესი, ერთდროულად არაუმეტეს 3 მაგისტრანტი და 3 დოქტორანტი);

ბ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დახვეწა და განვითარებაზე ზრუნვა;

გ) შესაბამისი სასწავლო კურს(ებ)ის საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის მუდმივი განვითარება;

დ) შესაბამისი სასწავლო კურს(ებ)ის პროგრამ(ებ)ის განხორციელებისათვის საჭირო სასწავლო ლიტერატურის მომზადება/ უზრუნველყოფა. 

ასოცირებული პროფესორი ვალდებულებები

(ანაზღაურება - თვეში 1295 ლარი)

1.       სასწავლო-პედაგოგიური (ლექცია, პრაქტიკული, სემინარი, ლაბორატორია, საკურსო სამუშაო, საკურსო პროექტი) კვირაში 14 -16 საათი, წელიწადში 420-480 საათი;

2.       საკონსულტაციო ვალდებულება და საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკის უზრუნველყოფა/მონაწილეობა;

3.       სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა:

3.1. ყოველ ორ წელიწადში, არანაკლებ ორი სტატიის გამოქვეყნება ადგილობრივ რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში/კრებულში (აქედან არანაკლებ ერთი - სტუდენტ(ებ)ის თანამონაწილეობით);

3.2. ყოველ ორ წელიწადში, საერთაშორისო, მაღალ რეიტინგულ რეფერირებად ჟურნალში/კრებულში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნება;

3.3. ყოველ ორ წელიწადში, საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში (კონფერენცია, სიმპოზიუმი, ვორკშოპი, სამეცნიერო სემინარი, კონგრესი) მონაწილეობა მომხსენებლის სტატუსით;

3.4 ოთხი წლის განმავლობაში, გამოაქვეყნოს ერთი სახელმძღვანელო, სამეცნიერო წიგნი, მონოგრაფია ან კრებული;

3.5.             ოთხი წლის განმავლობაში, მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტში.

ასოცირებული პროფესორის ვალდებულებაში შედის, აგრეთვე:

ა) მაგისტრანტის ან/და დოქტორანტის ხელმძღვანელობა (როგორც წესი, ერთდროულად არაუმეტეს 2 მაგისტრანტი და   2 დოქტორანტი);

ბ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დახვეწა და განვითარებაზე ზრუნვა;

გ) შესაბამისი სასწავლო კურს(ებ)ის საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის მუდმივი განვითარება;

დ) შესაბამისი სასწავლო კურს(ებ)ის საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის განხორციელებისათვის საჭირო სასწავლო ლიტერატურის მომზადება/ უზრუნველყოფა. 

ასისტენტ-პროფესორის ვალდებულებები

(ანაზღაურება - თვეში 965 ლარი)

1.       სასწავლო-პედაგოგიური (ლექცია, პრაქტიკული, სემინარი, ლაბორატორია, საკურსო სამუშაო, საკურსო პროექტი) კვირაში 18-20 საათი, წელიწადში 540-600 საათი;

2.       საკონსულტაციო ვალდებულება და საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკის უზრუნველყოფა/მონაწილეობა;

3.       სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა:

3.1. ყოველ ორ წელიწადში, სტატიის გამოქვეყნება ადგილობრივ რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში/კრებულში (აქედან არანაკლებ ერთი - სტუდენტ(ებ)ის თანამონაწილეობით);

3.2. ოთხი წლის განმავლობაში, საერთაშორისო, მაღალ რეიტინგულ რეფერირებად ჟურნალში/კრებულში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნება;

3.3. ოთხი წლის განმავლობაში, საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში (კონფერენცია, სიმპოზიუმი, ვორკშოპი, სამეცნიერო სემინარი, კონგრესი) მონაწილეობა მომხსენებლის სტატუსით;

3.4               ოთხი წლის განმავლობაში, მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტში.

ასისტენტ-პროფესორის ვალდებულებაში შედის, აგრეთვე:

ა) მაგისტრანტის ხელმძღვანელობა (როგორც წესი, ერთდროულად არაუმეტეს 2 მაგისტრანტი);

ბ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დახვეწა და განვითარებაზე ზრუნვა;

გ) შესაბამისი სასწავლო კურს(ებ)ის საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის მუდმივი განვითარება;

დ) შესაბამისი სასწავლო კურს(ებ)ის საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის განხორციელებისათვის საჭირო სასწავლო ლიტერატურის მომზადება/ უზრუნველყოფა. 

ასისტენტის ვალდებულებები

                                        (ანაზღაურება - თვეში 865 ლარი)

1.       სააუდიტორიო საათი კვირაში 20 საათი, წელიწადში 600 საათი;

2.       ადმინისტრაციული ვალდებულება - სტუდენტებისათვის კონსულტაციის გაწევა;

3.       სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობა: მონაწილეობა ინდივიდუალურ და კოლექტიურ საერთაშორისო აკადემიურ გაცვლით პროექტ(ებ)ში და უნივერსიტეტის სამეცნიერო აქტივობებში. ყოველი სასწავლო წლის ბოლოს შესრულებული სამუშაოს ანგარიშის შედგენა.

ყველა საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის აკადემიურ დატვირთვაში გათვალისწინებული იქნება განსხვავებული პირობა, რომლის თანახმად, მათი სააუდიტორიო დატვირთვა, ნაცვლად კვირაში 8 საათისა განისაზღვრება 6 საათით პროფესორებისთვის, ხოლოდ ნაცვლად 14 საათისა - 12 საათით ასოცირებული პროფესორებისთვის.

3. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:

ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები იხ. სტუ-ს ვებგვერდზე), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);

ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);

გ) სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;

დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (დამოწმება ასევე შესაძლებელია უნივერსიტეტის შესაბამისი აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხელმოწერითა და აკადემიური დეპარტამენტის/ ფაკულტეტის ბეჭდით);

ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

ვ) 2 ფოტოსურათი, 3X4.

ზ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

4. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებისა, კონკურსში მონაწილეობის მსურველმა დამატებით უნდა წარმოადგინოს:

ა) პროფესორის თანამდებობაზე:

ა.ა) მომავალი აკადემიური საქმიანობის კონცეპტუალური ხედვა: მასში უნდა იყოს ინტეგრირებული არანაკლებ ერთი სამეცნიერო პროექტისა და შესაბამისი მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამის განვითარების ხედვა - ინტერდისციპლინურობის, ტრანსდისციპლინურობისა და ინტერნაციონალიზაციის პრინციპების საფუძველზე (კონცეფცია გათვლილი უნდა იყოს მინიმუმ ოთხ წელზე); ნიმუშად წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამის პრინციპებზე აგებული ერთი ან ორი სილაბუსი;

ა.ბ) ბოლო 5 წლის პერიოდში განხორციელებული სამეცნიერო საქმიანობის შედეგები, რომლებიც უნდა მოიცავდეს:

  • საერთაშორისო და რეგიონულ აკადემიურ და სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობას (კონფერენციები, კოლოკვიუმები, ვორკშოპები, ვებინარები და სხვ.);
  • საერთაშორისო და რეგიონულ დონეზე განხორციელებული კვლევების შედეგად მომზადებულ პუბლიკაციებს (წიგნები, კრებულები, სტატიები და სხვ.);

ა.გ) დარგში საერთაშორისოდ აღიარებული მინიმუმ ერთი მეცნიერის სარეკომენდაციო წერილი, რომლითაც დასტურდება ერთობლივი აკადემიური მუშაობის გამოცდილება და მომავალი აკადემიური სამეცნიერო/კვლევითი თანამშრომლობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ა.დ) ბოლო 5 წელიწადში მის მიერ გამოქვეყნებული სტატიებიდან ერთი-ერთი, რომელსაც თვითონ საუკეთესოდ მიიჩნევს;

ა.ე.) საპატიო დოქტორის დიპლომი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

ბ) ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე:

ბ.ა) მომავალი აკადემიური საქმიანობის კონცეპტუალური ხედვა ან/და საგანმანათლებლო პროგრამის განვითარების ხედვა. კონცეფციაში ინტეგრირებული უნდა იყოს შესაბამისი მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამის/სასწავლო კურსის განვითარების ხედვა და სამეცნიერო პროექტი/პროექტები გათვლილი მინიმუმ ოთხ წელზე, ნიმუშად წარმოდგენილ უნდა იქნეს ერთი ან ორი სილაბუსი;

ბ.ბ) ბოლო 5 წლის პერიოდში განხორციელებული სამეცნიერო საქმიანობის შედეგები, რომლებიც უნდა მოიცავდეს:

  • საერთაშორისო და რეგიონულ აკადემიურ და სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობას (კონფერენციები, კოლოკვიუმები, ვორკშოპები, ვებინარები და სხვ.);
  • საერთაშორისო და რეგიონულ დონეზე განხორციელებული კვლევების შედეგად მომზადებულ პუბლიკაციებს (წიგნები, კრებულები, სტატიები და სხვ.)

ბ.გ) იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატს აქვს საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გამოცდილება, სასურველია, წარმოადგინოს საერთაშორისოდ აღიარებული მინიმუმ ერთი მეცნიერის სარეკომენდაციო წერილი, რომლითაც დასტურდება ერთობლივი აკადემიური მუშაობის გამოცდილება და მომავალი აკადემიური სამეცნიერო/კვლევითი თანამშრომლობაასეთის არსებობის შემთხვევაში;

ბ.დ) ბოლო 5 წელიწადში მის მიერ გამოქვეყნებული სტატიებიდან ერთი-ერთი, რომელსაც თვითონ საუკეთესოდ მიიჩნევს.

გ) ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე:

გ.ა) ოთხი წლის განმავლობაში განსახორციელებელი ერთი სამეცნიერო პროექტი, რომელიც ორიენტირებული იქნება ერთი მხრივ, მის განვითარებაზე და მეორე მხრივ, აჩვენებს ამ პროექტის რელევანტურობასა და აქტუალურობას როგორც უნივერსიტეტისათვის, ასევე დარგის განვითარებისათვის;

გ.ბ) მის მიერ გამოქვეყნებული სტატიებიდან წარმოადგინოს ერთი, რომელსაც თვითონ საუკეთესოდ მიიჩნევს;

დ) ასისტენტის თანამდებობაზე:

დ.ა) 4 წლის განმავლობაში განსახორციელებელი ერთი სამეცნიერო პროექტი (პროექტი შეიძლება იყოს როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური);

დ.ბ) რეგიონალურ თუ საერთაშორისო აკადემიურ/გაცვლით პროექტებში მისი მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ.გ) მის მიერ გამოქვეყნებული სტატიებიდან წარმოადგინოს ერთი, რომელსაც თვითონ საუკეთესოდ მიიჩნევს.

ზოგიერთ საგანთა ჯგუფში გამოცხადებული აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირმა დამატებით უნდა წარმოადგინოს უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული) ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი აკრედიტაციის მქონე დაწესებულების მიერ გაცემული სერტიფიკატი ან უნდა გაიაროს შესაბამისი ტესტირება უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში. აღნიშნული თანამდებობებისა და უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული) შესაბამისი ცოდნის დონის თაობაზე ინფორმაციას კანდიდატი გაეცნობა შესაბამისი საკონკურსო კომისიაში.

0322 77 11 11