მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

I. განცხადებების მიღების და კონკურსის ჩატარების ვადები

I. განცხადებების მიღების და კონკურსის ჩატარების ვადები

1. კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის შესაბამისი ინფორმაცია (მათ შორის საკონკურსო ადგილების რაოდენობა სწავლების ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების საგანთა ჯგუფების მიხედვით და სხვ.) გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www.gtu.ge.

2. აკადემიურ კონკურსში მონაწილეთა განცხადებების მიღება იწარმოებს 2021 წლის 26 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით, 10.00-დან 17.00 საათამდე, შესაბამისი საკონკურსო კომისიის სამდივნოში.

3. კონკურსი ჩატარდება 2021 წლის 09 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით.

4. საკონკურსო კომისიების გადაწყვეტილებები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2021 წლის 16 აგვისტოს საკონკურსო კომისიის მიერ უნივერსიტეტის შესაბამის სასწავლო კორპუსებში ყველასათვის თვალსაჩინო ადგილზე და უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www.gtu.ge;

4. კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2021 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით.

5. აკადემიურ საბჭოს მიერ დამტკიცებული კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე https://gtu.ge/ არა უგვიანეს 2021 წლის 22 აგვისტოს.

6. კონკურსში გამარჯვებულ პირებთან აფილირებისა და შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება მოხდება საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე.

0322 77 11 11