დიდი ჯიხაიში

ბუღალტრული აღრიცხვ

მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია

ბუღალტრულ აღრიცხვაში.

პროგრამის მიზანი: პროგრამა მოამზადებს და შრომის ბაზარს შესთავაზებს კვალიფიციურ ბუღალტერს, რომელიც შეძლებს მონაწილეობის მიღებას სამეწარმეო, არასამეწარმეო, სახელმწიფო ორგანიზაციის/დაწესებულების ან პირის სააღრიცხვო პოლიტიკის დაგეგმვაში, ორგანიზებასა და წარმართვაში; ფინანსური, ბუღალტრული ანგარიშებისა და ჩანაწერების შემოწმებასა და ანალიზს, რათა უზრუნველყოს მათი შესაბამისობა დადგენილ კანონმდებლობასა და სტანდარტებთან; განახორციელებს ბუღალტრულ გატარებებს; შეადგენს და დადგენილი წესით წარადგენს საგადასახადო დეკლარაციებს; უზრუნველყოფს საგადასახადო ვალდებულებების გადარიცხვას სახელმწიფო ბიუჯეტში; ასევე შეძლებს ფინანსურ ანგარიშგების, პირველად სააღრიცხვო და სხვადასხვა სახის ფინანსურ დოკუმენტაციის შედგენას გარე და შიდა მომხმარებლებისათვის.

პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.

ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:

  • მოცულობა : 99კრედიტი
  • ხანგრძლივობა : 1.5 წ.

არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:

  • მოცულობა : 129 კრედიტი
  • ხანგრძლივობა : 2 წ.

 

დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება

დასაქმების სფერო და შესაძლებლობები:  ბუღალტრულ აღრიცხვაში უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს კერძო და საჯარო უწყებებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, საბუღალტრო და საფინანსო სამსახურებში, აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიებში მთავარ ბუღალტრად, ბუღალტრის თანაშემწედ/ასისტენტად, ბუღალტერ-მოანგარიშედ. შესაძლებელია თვითდასაქმებაც, კერძო პროფესიული პრაქტიკის განხორციელების გზით.

  • ეკუნომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდი: 69, 69.20.1
  • დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორი (ISCO) კოდი: 3313

პროგრამის  ხელმძღვანელი:  იური კოხრეიძე

პროგრამის განხორციელების ადგილი:   სამტრედია, დიდი ჯიხაიში, ნ. ნიკოლაძის ქ. N 126

ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა

 

მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერაში.

პროგრამის მიზანი: ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერის პროფესიული პროგრამის მიზანია, ინფორმაციის ტექნოლოგიების სფეროსთვის უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი კადრის აღზრდა; პერსონალური კომპიუტერის აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის კვალიფიცირებული სპეციალისტის მომზადება, რომელიც ფლობს აპარატურული უზრუნველყოფისა და ოპერაციული სისტემების დაყენების, განახლების, დაზიანებების აღმოფხვრის, ოპტიმიზაციის, დიაგნოსტირებისა და მომსახურებისათვის საჭირო სპეციალურ ტექნიკურ უნარ-ჩვევებს; აქვს სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების, პროცესებისა და ზოგადი კონცეფციების ცოდნა, აცნობიერებს გართულებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელ ნაბიჯებს.

პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.

ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:

  • მოცულობა : 61კრედიტი
  • ხანგრძლივობა : 1 წელი

არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:

  • მოცულობა : 75 კრედიტი
  • ხანგრძლივობა : 15 თვე

 

დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება

დასაქმების სფერო და შესაძლებლობები: ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდამჭერის საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტად ნებისმიერ სახელწიფო/მუნიციპალურ ორგანიზაციაში ან/და კერძო კომპანიაში, სადაც გამოიყენება ინფორმაციული ტექნოლოგიები.

 

  • ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდი: 62.09.0; 95.11; 95.11.0
  • დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორის (ISCO) კოდი: 3512

 

პროგრამის  ხელმძღვანელი:  იაკობ მანჯგალაძე

პროგრამის განხორციელების ადგილი:   სამტრედია, დიდი ჯიხაიში, ნ. ნიკოლაძის ქ. N 126

მევენახეობა

მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია მევენახეობაში.

პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია მევენახეობის დარგისთვის შესაბამისი კომპეტენციის მქონე კონკურენტუნარიანი კადრის აღზრდა.

პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.

ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:

  • მოცულობა : 61კრედიტი
  • ხანგრძლივობა : 1 წელი

არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:

  • მოცულობა : 75 კრედიტი
  • ხანგრძლივობა : 15 თვე

 

დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება

დასაქმების სფერო და შესაძლებლობები: კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს მევენახეობის მიმართულების ორგანიზაციებში, აგრეთვე შესაძლებელია იყოს თვითდასაქმებული და მართავდეს საკუთარ მეურნეობას.

პროგრამის  ხელმძღვანელი:  რომან ბელთაძე

პროგრამის განხორციელების ადგილი:   სამტრედია, დიდი ჯიხაიში, ნ. ნიკოლაძის ქ. N 126

მეფუტკრეობა

 

მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია მეფუტკრეობაში.

პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია მეფუტკრეობის დარგისთვის შესაბამისი კომპეტენციის მქონე კონკურენტუნარიანი კადრის აღზრდა.

პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.

ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:

  • მოცულობა : 61კრედიტი
  • ხანგრძლივობა : 1 წელი

არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:

  • მოცულობა : 75 კრედიტი
  • ხანგრძლივობა : 15 თვე

 

დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება

დასაქმების სფერო და შესაძლებლობები: კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს მეფუტკრეობის მიმართულების ორგანიზაციებში, აგრეთვე შესაძლებელია იყოს თვითდასაქმებული და მართავდეს საკუთარ მეურნეობას.

პროგრამის  ხელმძღვანელი:  ჯემალ კახაძე

პროგრამის განხორციელების ადგილი:   სამტრედია, დიდი ჯიხაიში, ნ. ნიკოლაძის ქ. N 126