სწავლების ენა - ინგლისური
პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - მეცნიერების ბაკალავრი სამოქალაქო ინჟინერიაში.
პროგრამის მიზანია:
მიზანი 1: სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამის კურსდამთავრებულები წარმატებით იმუშავებენ სამოქალაქო ინჟინერიის შესაბამის პროფესიულ სფეროებში.
მიზანი 2: სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამის კურსდამთავრებულები იქნებიან სამოქალაქო ინჟინერიის პრაქტიკულ საქმიანობაზე ორიენტირებული სპეციალისტები, ეფექტიანი თანამშრომლები და ინოვატორები, რომლებიც უხელმძღვანელებენ ან მონაწილეობას მიიღებენ სოციალური, ტექნიკური და ბიზნეს გამოწვევების გადაჭრისკენ მიმართულ ძალისხმევაში.
მიზანი 3: სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამის კურსდამთავრებულები გაიაზრებენ უწყვეტი სწავლის აუცილებლობას, რაც საჭიროა სამოქალაქო ინჟინერიის პროფესიული პრაქტიკის განხორციელებისთვის მთელი კარიერის განმავლობაში, და ჩაერთვებიან სიცოცხლის მანძილზე სწავლასა და პროფესიულ განვითარებაში თვითგანათლების, უწყვეტი განათლების ან ინჟინერიის მიმართულებით სამაგისტრო/სადოქტორო და პროფესიული სწავლების გზით.
პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი: ფიზიკა ან მათემატიკა.
ABET აკრედიტაცია: სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამა ამჟამად გადის ABET-ის (Accreditation Board for Engineering and Technology) საინჟინრო აკრედიტაციის კომისიის — EAC-ის (Engineering Accreditation Commission) მიერ აკრედიტაციის პროცესს. აღნიშნული პროცესი ხელს უწყობს პროგრამის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას და კურსდამთავრებულთა გლობალური კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას.