სტუ-ის წარმომადგენელთა ვიზიტი ბრიუსელში

სტუ-ის წარმომადგენელთა ვიზიტი ბრიუსელში

 

სტუ-ის წარმომადგენელთა ვიზიტი ბრიუსელში

11-12-2025
სტუ-ის წარმომადგენელთა ვიზიტი ბრიუსელში
9-10 დეკემბერს, ბრიუსელში  სტუ-ის წარმომადგენლებმა   საერთაშორისო ფორუმში - CARE4BIO მონაწილეობა მიიღეს. 

საქართველოდან კონკურსის წესით შერჩეულ დელეგაციაში, რომელმაც ქვეყანა და უნივერსიტეტი ამ მნიშვნელოვან პლატფორმაზე წარადგინა იყვნენ - სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის უფროსი გიორგი მიქიაშვილი და სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი თეა მურვანიძე.

ვიზიტი „ჰორიზონტი ევროპას“ საქართველოს ეროვნული ოფისის მიერ გაცემული სამოგზაურო გრანტით, NCP_WIDERA.NET პროექტის ფარგლებში განხორციელდა. 

ვიზიტის პრიორიტეტული მიზნები:

  • ინოვაციური იდეების პრეზენტაცია: „ჰორიზონტი ევროპას“ მე-2 სვეტის, მე-6 კლასტერის (სურსათი, ბიოეკონომიკა, ბუნებრივი რესურსები) თემატიკასთან დაკავშირებული პროექტების წარდგენა;
  • სტრატეგიული პარტნიორობა: პირისპირ შეხვედრები უცხოელ კოლეგებთან ახალი საერთაშორისო კონსორციუმების ჩამოსაყალიბებლად;
  • ინტეგრაცია ევროპულ სივრცეში: სტუ-ის როლის გაძლიერება ევროპულ სამეცნიერო ეკოსისტემაში და ერთობლივი კვლევითი პროექტების დაგეგმვა.

აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია სტუ-ის ინტერნაციონალიზაციის გზაზე, რაც ხელს უწყობს ჩვენი მეცნიერებისა და ადმინისტრაციული გუნდის აქტიურ ჩართულობას საერთაშორისო საგანმანათლებლო და კვლევით პროცესებში.

სიახლეებში დაბრუნება