30-31 ივლისს, პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისათვის სამუშაო შეხვედრა — „პროფესიულ სასწავლებლებში ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის დაგეგმვა და განვითარება“ ჩატარდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები ქეთევან წულეისკირი და მაია მჭედლიშვილი.
შეხვედრის დღის წესრიგი მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
ვებგვერდის ორგანიზება საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით მნიშვნელოვან საკითხებზე;
ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით ხელოვნური ინტელექტის გამოყენება;
ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით დამხმარე მასალების, მათ შორის, კატალოგის პრეზენტაცია და სხვა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენს უნივერსიტეტის გამოწვევას, შესაძლებლობების განვითარების თვალსაზრისით, რომლის რეალიზება უზრუნველყოფს სტუ-ის კურსდამთავრებულის შრომის საერთაშორისო ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობას.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.