„სტრესის მართვის ტექნიკები“ - ამ თემაზე 23 დეკემბერს, 14:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრი იძულებით გადაადგილებული სტუდენტებისთვის სპეციალურ ტრენინგს ჩაატარებს.
შეხვედრის მიზანია სტუდენტებისთვის სტრესის შემცირების, ემოციური რეგულაციისა და ფსიქო-სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესების პრაქტიკული მეთოდების გაცნობა.
ტრენინგს წაუძღვება CDP სათემო განვითარების პლატფორმის აღმასრულებელი დირექტორი და WeekEnd ფსიქოთერაპიის პრაქტიკოსი ფსიქოანალიტიკოსი/ფსიქოთერაპევტი სოფიკო გოგოჩაშვილი.
ცნობისათვის: სოფიკო გოგოჩაშვილი 2010 წლიდან თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ლექტორია, არის სერთიფიცირებული EMDR სპეციალისტი (Class of 2024) და ფლობს ფსიქოლოგიისა და HR მართვის ორი სამაგისტრო ხარისხს.
მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება სტრესის მართვის, ემოციური მხარდაჭერისა და ფსიქო-სოციალური განვითარების სფეროებში.
ტრენინგი, რომელიც სტუ-ის I კორპუსის, 223 ოთახში გაიმართება, იძულებით გადაადგილებული სტუდენტებისთვის არის განკუთვნილი, რომელთაც სურთ სტრესის მართვის პრაქტიკული ტექნიკების დაუფლება და ფსიქოლოგიური გაძლიერება.
მსურველებისთვის
რეგისტრაციის გავლა სავალდებულოა.
ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრი მადლობას უხდის ყველა სტუდენტს ინტერესისთვის და აგრძელებს მხარდაჭერის პროგრამების განვითარებას სტუ-ში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ელექტრონულ მისამართზე:
mentoring@gtu.ge.