„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ საგანმანათლებლო დაწესებულება – ეს არის ადგილი, სადაც ახალგაზრდის განვითარება ხდება. უნივერსიტეტში გამორჩეული პროფესორები და პედაგოგები მოღვაწეობენ, რომელთა თავდაუზოგავი შრომა ახალი თაობის პროფესიონალების აღზრდას ემსახურება. მათმა დაუღალავმა ძალისხმევამ, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების სურვილმა ჩემზე წარუშლელი კვალი დატოვა“, – ამბობს სტუ-ის კურსდამთავრებული შოთა ჭანუყვაძე.
შოთა ჭანუყვაძემ დოქტორანტურის კურსი სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე გაიარა. მისი სადისერტაციო ნაშრომის – „ტერორიზმის პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტები“ – ხელმძღვანელები არიან პროფესორები ოთარ ჭუმბურიძე და ჯემალ გაბელია.
როგორც შოთა ჭანუყვაძე აცხადებს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული განათლება განსაზღვრავს მის საქმიანობას სამართალდამცავ ორგანოში.
„ჩემთვის, როგორც პოლიციის ოფიცრისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბევრად მეტია, ვიდრე, უბრალოდ, საგანმანათლებლო დაწესებულება. სწავლების პროცესში შვიძინე არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკული უნარებიც, რომლებიც პოლიციაში მუშაობისას უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა. კრიმინოლოგიის, სასამართლო ექსპერტიზისა და ტექნოლოგიის კურსებმა შესაძლებლობა მომცა, უფრო ზუსტად გამეანალიზებინა შემთხვევები და თანამედროვე საგამოძიებო ტექნიკები გამომეყენებინა. უნივერსიტეტში ასევე განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა კრიტიკულ აზროვნებას, პრობლემების გადაჭრასა და ეთიკური გადაწყვეტილებების მიღებას, რაც პოლიციის პროფესიაში უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
აკადემიური სწავლების მიღმა, ამ გამოცდილებამ მასწავლა დისციპლინის, გუნდური მუშაობისა და ეფექტიანი კომუნიკაციის მნიშვნელობა. პროფესორებთან და თანაკურსელებთან ურთიერთობამ გამიუმჯობესა უნარი, სხვადასხვა პერსპექტივიდან შევაფასო ვითარება, რაც აუცილებელი კომპონენტია ჩემს საქმიანობაში და საშუალებას მაძლევს, ღირსეულად და ერთგულებით ვემსახურო ხალხს და ქვეყანას“, – ამბობს შოთა ჭანუყვაძე.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.