საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის შემოქმედებით ტურებზე რეგისტრაცია დაიწყო: არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე ქართულენოვან პროგრამებზე, ხოლო დიზაინის საერთაშორისო სკოლაში – ინგლისურენოვან პროგრამებზე.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შესაბამისი ფაკულტეტების ვებგვერდებს.
არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი:
არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე გასაუბრებები გაიმართება 2 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით.
რეგისტრაციის ბმული: https://gtu.ge/arch/apply/registration/
პროგრამები:
- არქიტექტურა (სწავლება ქართულ ენაზე)
- მოდის დიზაინის ტექნოლოგიები (სწავლება ქართულ ენაზე)
- არქიტექტურა (სწავლება რუსულ ენაზე)
მისამართი: მ. კოსტავას 68, სტუ-ის I კორპუსი.
დიზაინის საერთაშორისო სკოლა:
დიზაინის საერთაშორისო სკოლაში ინგლისურენოვან პროგრამაზე შემოქმედებითი ტურის ფარგლებში გასაუბრებები გაიმართება 2 ივნისიდან - 25 ივნისის ჩათვლით.
რეგისტრაციის ბმული: https://gtu.ge/ids/apply/registration/
პროგრამები:
- დიზაინი (სწავლება ინგლისურ ენაზე)
- არქიტექტურა (სწავლება ინგლისურ ენაზე)
მისამართი: მ. კოსტავას 75ა, სტუ-ის მე-8 კორპუსი.
გისურვებთ წარმატებას!