„გზა-მდე და შემდეგ“ - პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანმა საჯარო ლექცია გამართა

„გზა-მდე და შემდეგ“ - პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანმა საჯარო ლექცია გამართა

 

„გზა-მდე და შემდეგ“ - პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანმა საჯარო ლექცია გამართა

03-12-2024
„გზა-მდე და შემდეგ“ - პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანმა საჯარო ლექცია გამართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქართველმა პარასპორტსმენმა ფარიკაობაში, 2017 წლის საუკეთესო ეტლით მოფარიკავე ქალის ტიტულის მფლობელმა, 2017 წელს ნიდერლანდებსა და პოლონეთში ახალგაზრდებს შორის მსოფლიო თასის გამარჯვებულმა, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების ვერცხლის მედალოსანმა, 2018 წლის მსოფლიო თასის გათამაშების გამარჯვებულმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების არაერთგზის მონაწილემ და 4 წლის მანძილზე 9 ოქროს მედლის მფლობელმა ირმა ხეცურიანმა საჯარო ლექცია - „გზა - მდე და მერე“, გამართა. 

ირმა ხეცურიანის საჯარო ლექცია, რომელიც სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტისა და „ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის“ ორგანიზებით ჩატარდა, ფაკულტეტის დეკანმა გახსნა.

როგორც პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ განაცხადა, პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანის ცხოვრების გზა თანატოლებისა და მომავალი თაობებისთვის არის დაუღალავი შრომის, შეუდრეკელობისა და წარმატების მაგალითი. 

2 (23).png

„სიმბოლურია ირმა ხეცურიანის საჯარო ლექციის თემა, მისი ცხოვრების გზა წარმატებამდე და შემდეგ. ეს არის სიმამაცის, შრომისმოყვარეობის, დასახული მიზნის მიღწევისთვის ბრძოლის და სიხარულის გზა, თვალნათელი ნიმუშია იმისა, როგორ უნდა შევქმნათ მომავალი.

თავისი ცხოვრებითა და მოპოვებული წარმატებებით ის საუკეთესო მაგალითია ყველასთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის - თუ როგორ არ უნდა შეუშინდე ცხოვრებისეულ სირთულეებს, თუნდაც ტრაგიკულს და უნდა იბრძოლო, რათა გახდე არა განსაცდელებისგან ძლეული, არამედ მათი მძლეველი. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს სახელოვან სპორტსმენს“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში ირაკლი გაბისონიამ. 

საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ, პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანთან სტუდენტების შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა.


სიახლეებში დაბრუნება