თამარ ურუშაძემ მომავალ ჟურნალისტებს საჯარო ლექცია ჩაუტარა

თამარ ურუშაძემ მომავალ ჟურნალისტებს საჯარო ლექცია ჩაუტარა

 

თამარ ურუშაძემ მომავალ ჟურნალისტებს საჯარო ლექცია ჩაუტარა

26-03-2025
თამარ ურუშაძემ მომავალ ჟურნალისტებს საჯარო ლექცია ჩაუტარა
„თანამედროვე ქართული ტელეჟურნალისტიკა - გამოწვევები, პრობლემები და მათი დაძლევის გზები” - ამ საკითხების ირგვლივ ცნობილმა  ჟურნალისტმა თამარ ურუშაძემ საჯარო ლექცია ჩაუტარა სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს. თამარ ურუშაძე სტუდენტებთან  საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და  „ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის“ მოწვევით იმყოფებოდა. 
 
სტუმარმა მომავალ ჟურნალისტებს საკუთარ გამოცდილება გაუზიარა, თუ როგორ გაიარა გზა რიგითი ჟურნალისტობიდან გადაცემის წამყვანობამდე და ამ გზაზე როგორ შეიძინა პროფესიული უნარ-ჩვევები. მან სტუდენტებს მისცა ძალიან ღირებული რჩევები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჟურნალისტის პროფესიაში ობიექტურობა და რაოდენ დიდი სიფრთხილეა საჭირო სენსიტიური თემების გაშუქებისას.
 
თავად ჟურნალისტი  განსაკუთრებულ პრობლემად მიიჩნევს პოლარიზებულ მედიას, თუმცა, მისი თქმით, ჟურნალისტის კეთილსინდისიერება არის გარანტი იმისა, რომ მან ნებისმიერ მედია გარემოში შეინარჩუნოს ობიექტურობა და თავისუფლების მაღალი ხარისხი. მან ასევე ისაუბრა ტელემედიის ზოგად პრობლემებსა და გამოწვევებზე და სტუდენტებთან ინტერაქციით გამოავლინა, რომ ტელემედია თანდათან კვდომას განიცდის, რადგან კარგავს ახალგაზრდა აუდიტორიას.

თამარ ურუშაძემ სტუდენტთა მრავალრიცხოვან შეკითხვებს უპასუხა. საჯარო ლექცია კი ჟურნალისტიკის თემაზე შედგენილი ვიქტორინით დაასრულა. გამორჩეულ სტუდენტებს გადაეცათ სამახსოვრო დიპლომები.

სტუდენტებმა ჟურნალისტი აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს და მასთან კვლავ შეხვედრის სურვილი გამოთქვეს.

სიახლეებში დაბრუნება