საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მკვლევრისა და პედაგოგის, პროფესორ ნუგზარ მურღულიას გარდაცვალების გამო, სამძიმარს უცხადებს ოჯახს, კოლეგებს, უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტსა და საინჟინრო მექანიკისა და მშენებლობის ტექნიკური ექსპერტიზის დეპარტამენტს.
სამძიმარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სამეცნიერო და აკადემიური წრეები, თანამშრომლები და სტუდენტები უერთდებიან.
„76 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის საინჟინრო მექანიკისა და მშენებლობის ტექნიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის პროფესორი, ცნობილი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი ნუგზარ მურღულია - ნაგებობათა დინამიკისა და დეფორმადი სხეულის მექანიკის გამორჩეული მკვლევარი, მრავალი სამეცნიერო სტატიის, ხუთი სახელმძღვანელოსა და მონოგრაფიის ავტორი, განსაკუთრებული უნარებით დაჯილდოებული პედაგოგი, რომელმაც ცნობილ და წარმატებულ სპეციალისტთა არაერთი თაობა აღზარდა.
ვეთხოვებით ძვირფას კოლეგას, დიდბუნებოვან ადამიანს, რომელსაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, განუზომელ სიყვარულთან და ერთგულებასთან ერთად, ცხოვრების უდიდესი პერიოდი - სტუდენტობის ხანა და მოღვაწეობის 53 წელი აკავშირებდა.
სამძიმარს ვუცხადებთ, მურღულიების ოჯახს, სამშენებლო ფაკულტეტს, ბატონი ნუგზარის მეგობრებს, კოლეგებსა და აღზრდილებს. უფალმა გაუნათლოს სასუფეველი“, - აღნიშნულია რექტორის, დავით გურგენიძის სამძიმარში.