27 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და, აგრეთვე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, აფხაზური ენის დღეს, კონფერენციათა ციკლი გაიხსნება სახელწოდებით - „საქართველოს სახელმწიფო ენები ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ეკონომიკის ეპოქაში - კულტურული და ტექნოლოგიური ასპექტები“.
კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის შეხვედრების დარბაზში, 14:00 საათზე ჩატარდება.
ღონისძიების მიზანია, საქართველოს სახელმწიფოს წლიდან წლამდე საშუალება ჰქონდეს, უწყვეტ რეჟიმში ადევნოს თვალი ქართული და აფხაზური ენების სრული ტექნოლოგიური უზრუნველყოფის მიზნით ქვეყანაში მიმდინარე კვლევითი პროცესების შედეგებს.
საკონფერენციო მოხსენებებს წაიკითხავენ როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში მოღვაწე ქართველი მეცნიერები.
ამავე დასახელების, უფრო მასშტაბური კონფერენცია 2026 წლის 14 აპრილს ჩატარდება, რომელიც ქართული ენის დღეს მიეძღვნება.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.