”უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის N133/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების 42-ე მუხლის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის დებულების მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის გამგეობამ დაადგინა:
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ხელახალი არჩევნები, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩატარდეს 2025 წლის 28 იანვარს.
კანდიდატთა რეგისტრაცია სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში დაიწყოს 2025 წლის 13 იანვარს და დასრულდეს 19 იანვარს.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე:
ინფორმაციის საჯაროობის მიზნით დადგენლიება განთავსდეს სტუ-ის ვებგვერდზე.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად..
თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ,“ თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.