სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო ცენტრი გაიხსნა

სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო ცენტრი გაიხსნა

 

სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო ცენტრი გაიხსნა

15-10-2024
სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო ცენტრი გაიხსნა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „ავტოტექნოს“  შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში  სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო ცენტრი გაიხსნა.

თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც პირველ ეტაპზე, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე სასწავლო ცენტრის გახსნას მოიცავს, ხელი მოაწერეს სტუ-ის ვიცე-კანცლერმა, პროფესორმა თემურ ბულიამ და „ავტოტქესნოს“ დამფუძნებელმა და დირექტორმა მიხეილ ალხაზიშვილმა. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერის განცხადებით, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ისტორია  1928 წლიდან იწყება. ფაკულტეტზე საქართველოსა და ევროპულ საგანმანათლებლო სტანდარტებზე ორიენტირებული მულტიდისციპლინური საგანმანათლებლო პროგრამები ისწავლება, მათ შორის ისეთი, რომელთაც საქართველოში ანალოგები არ გააჩნია. 

„დღეს სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი სწავლების სხვადასხვა საფეხურზე უზრუნველყოფს საერთაშორისო დონის უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე კადრების მომზადებას, რაც პირდაპირ  უკავშირდება იმ კავშირებს, რომელიც ხელმძღვანელობას აქვს დამყარებული სხვადასხვა კომპანიასთან.

„ავტოტექნო” 2016 წელს დაარსებული კომპანიაა და ის საქართველოში ახორციელებს ახალი ჩინური, საიმედო ინდუსტრიული ავტოტექნიკის დისტრიბუციას და მომხმარებლებს სთავაზობს ინდივიდუალურ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულ სერვისს. ამდენად, თანამშრომლობის მემორანდუმი და მით უმეტეს, სასწავლო ცენტრის გახსნა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. წარმატებებს ვუსურვებ ფაკულტეტს, სტუდენტებს და კომპანიას”, - განაცხადა ვიცე-კანცლერმა. 

სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ბორის გითოლენდიას თქმით, კომპანიის მხარდაჭერით სასწავლო, ინოვაციური კონცეფციის ცენტრის გახსნა,  სტუდენტებისთვის სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

„ცენტრის შექმნის იდეა ინოვაციურია და გულისხმობს სტუდენტებისა და კომპანიაში დასაქმებული პერსონალისათვის თანამედროვე სწავლებისა და ტრენინგ პროგრამების განხორციელებას, როგორც ახალი თეორიული ცოდნის მიღების, ასევე, პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „ავტოტექნოს“ შორის გაფორმებული მრავალწლიანი მემორანდუმის საგანსა და საქმიანობის ფორმას წარმოადგენს მხარეთა თანამშრომლობა, რაც მიზნად ისახავს მხარეთა კომპეტენციის ფარგლებში ცოდნა-გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას, მხარეთა სამეცნიერო-ტექნიკური, საწარმოო ბაზისა და პოტენციალის გაზიარებას, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-განვითარებაში მონაწილეობას, უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალის უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობასა და ურთიერთთანამშრომლობას საერთო ინტერესების ფარგლებში“, - აცხადებს დეკანი. 

სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე სასწავლო ცენტრის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და კომპანია „ავტოტექნოს“ ხელმძღვანელი პირები, ასევე, ღონისძიებას მოწვეული სტუმრების სტატუსით დაესწრნენ ევროპულ 15 უნივერსიტეტში მოღვაწე პროფესორები და აკადემიური წრის წარმომადგენლები. 

ისინი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტს სტუმრობენ მე-8 ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - „სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია”, ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ კომპანია „ავტოტექნო” კონფერენციის ერთ-ერთი სპონსორი და თანაორგანიზატორია.

სიახლეებში დაბრუნება