7-8 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტისა და დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის (HTWD) ორგანიზებით სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართება თემაზე: "ICT in Life 2024."
დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (HTW Dresden) ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია გერმანიაში, რომელიც ორიენტირებულია გამოყენებით მეცნიერებებზე. იგი დაარსდა 1992 წელს, გამოირჩევა სტუდენტებისათვის პრაქტიკული განათლებისა და ინდუსტრიულ პარტნიორობაზე ორიენტირებული სწავლებით.
HTW Dresden გთავაზობთ მრავალფეროვან საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს ისეთ სფეროებში როგორიცაა ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერებები, ეკონომიკა და დიზაინი. უნივერსიტეტი განსაკუთრებით აქცენტს აკეთებს ინოვაციებზე, ინტერდისციპლინარულ კვლევებსა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე.
მას გააჩნია პარტნიორული ურთიერთობები მსოფლიოს მრავალ უნივერსიტეტთან, ხოლო შორის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან აკავშირებს ათ წელზე მეტი ხნის თამანშრომლობა.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.