„ინოვაციური კომპეტენციები: როგორ გავიუმჯობესოთ სამეწარმეო და ინოვაციური უნარები“ - ტრენინგ-კურსი სტუდენტებისათვის

„ინოვაციური კომპეტენციები: როგორ გავიუმჯობესოთ სამეწარმეო და ინოვაციური უნარები“ - ტრენინგ-კურსი სტუდენტებისათვის

 

„ინოვაციური კომპეტენციები: როგორ გავიუმჯობესოთ სამეწარმეო და ინოვაციური უნარები“ - ტრენინგ-კურსი სტუდენტებისათვის

04-04-2025
„ინოვაციური კომპეტენციები: როგორ გავიუმჯობესოთ სამეწარმეო და ინოვაციური უნარები“ - ტრენინგ-კურსი სტუდენტებისათვის
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, Erasmus+ საგრანტო პროგრამის KA2 აქტივობის LISS24 (Learn – Innovate – Sell – Succeed) „ისწავლე-გააუმჯობესე-გაყიდე-მიაღწიე წარმატებას“, ინსტიტუციური გაძლიერების პროექტის ეგიდით დაგეგმილი ტრენინგ-კურსი ’’ინოვაციური კომპეტენციები: როგორ გავიუმჯობესოთ სამეწარმეო და ინოვაციური უნარები“ ჩატარდა. 

კურსი მოიცავდა ინოვაციური და სამეწარმეო ბიზნეს იდეების გენერირების ტექნიკისა და ბიზნესის მოდელირების ძირითად თემებს, მეწარმეობის თეორიულ ჩარჩოებს და პრაქტიკული სავარჯიშოებს, რომლის ფარგლებშიც სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის მეწარმეობის მენეჯმენტის პროგრამის აკადემიურმა პერსონალმა და მოწვეულმა ტრენერებმა, სტუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ჩაატარეს სესიები თემებზე: მეწარმეობა გლობალურ გარემოში და თანამედროვე ტენდენციები; წარმატებული ინოვაციური ბიზნესების ქეისების შესწავლა; ბაზრის კვლევა და მომხმარებელთა საჭიროებების იდენტიფიცირება; ინოვაციური კომპეტენციები და მისი გავლენა სამეწარმეო ბიზნესზე; კრეატიული იდეების გენერირების ტექნიკები - ბრეინშტორმინგი; სამეწარმეო პროექტების ბიუჯეტირება; პრობლემების გადასაწყვეტი ჯგუფური პროცედურა და დიზაინ აზროვნება; ბიზნეს მოდელის შემუშავება და ღირებულების წინადადების დახვეწა; პრეზენტაციის უნარები და კონკურსისთვის მომზადება.

Untitled design (25).png

სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ბორის გითოლენდიას თქმით, ტრენინგ-პროგრამის მიმდინარეობისას სტუდენტებმა კანვას ბიზნესის მოდელზე დაყრდნობით იმუშავეს სხვადასხვა სამეწარმეო პროექტზე და ტრენინგების დასკვნით ეტაპზე წარმოადგინეს პროექტების პრეზენტაციები. 

„პროექტის ფარგლებში მიმდინარე წლის მაისის ბოლოს, ასევე დაგეგმილია მორიგი ტრენინგ-სემინარი თემაზე „B2B გაყიდვების მენეჯმენტი“ და ასევე ამავე წელს საქართველოში პირველად პროექტის ფარგლებში ჩატარდება “გაყიდვების ჩემპიონატი” (Sales Competition) რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უმასპინძლებს. პროექტი LISS24, წარმოადგენს Erasmus+ KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროექტს და მიზნად ისახავს ინოვაციური კომპეტენციების ამაღლებას საინჟინრო განათლებაში. კერძოდ საინჟინრო და სხვა პროგრამის სტუდენტებისათვის, პროდუქციის ე.წ. „გაყიდვების“ (Sales) სწავლების კულტურის დანერგვას, B2B გაყიდვების კომპეტენციის გაძლიერებით. LISS24 პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სასწავლო კურსების დანერგვა და განათლებაზე ორიენტირებული გაყიდვების ლაბორატორიის (Sales Lab) მოწყობა, რომელიც პროექტის ფარგლებში ამოქმედდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში”, - აცხადებს გითოლენდია.  

ტრენინგ-კურსის მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიებაში მონაწილეობა შეეძლოთ სტუ-ის ნებისმიერ სტუდენტს, რომლებსაც აქვთ ინოვაციური სამეწარმეო იდეები და სურთ ისინი რეალურ ბიზნეს პროექტებად აქციონ. 

ინფორმაციისთვის: საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის ინსტიტუციურ კოორდინაციას ახორციელებს სტუ-ის ტექნოლოგიების და საგრანტო პროექტების ოფისი, ხოლო პროექტი შედეგების პირველადი პილოტირება განხორციელდება სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, სადაც ასევე განხორციელდება პროექტის ეგიდით დაგეგმილი ძირითადი ღონისძიებები, რაც ჩვენი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის პროფესიული ზრდის დამატებით შესაძლებლობას იძლევა.  

პროექტი „ისწავლე - გააუმჯობესე - გაყიდე - მიაღწიე წარმატებას“ დაფინანსებულია ევროკავშირის ერაზმუს+ პროგრამის KA 102 აქტივობის ფარგლებში და ის 2026 წელს დასრულდება.

სიახლეებში დაბრუნება