სტუ-ში მესამე საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი - „ევროპული ინოვაციური ტექნოლოგიები გარემოს ინჟინერიაში“, ჩატარდა

სტუ-ში მესამე საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი - „ევროპული ინოვაციური ტექნოლოგიები გარემოს ინჟინერიაში“, ჩატარდა

 

სტუ-ში მესამე საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი - „ევროპული ინოვაციური ტექნოლოგიები გარემოს ინჟინერიაში“, ჩატარდა

18-10-2023
სტუ-ში მესამე საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი - „ევროპული ინოვაციური ტექნოლოგიები გარემოს ინჟინერიაში“, ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე მესამე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი - „ევროპული ინოვაციური ტექნოლოგიები გარემოს ინჟინერიაში“, ჩატარდა.

სემინარს ესწრებოდნენ სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი, სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული უნივერსიტეტის, პოლონეთის ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლები, სხვა მოწვეული სტუმრები და სტუდენტები. სემინარს ასევე ესწრებოდა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმთავარი, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია.

სემინარი გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა. როგორც დავით გურგენიძემ აღნიშნა მესამე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი გამორჩეულია, როგორც მეცნიერული თვალსაზრისით, ასევე, ახალი კავშირების დამყარებისა და ახალი ერთობლივი პროექტების წამოწყებისთვის.

„მოხარული ვარ გავხსნა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი, რომელსაც ესწრებიან ჩვენი კოლეგები და მეგობრები უცხოეთიდან, ესწრება მიტროპოლიტი ანანია, სტუდენტები, მეცნიერები. ეს არის პრაქტიკული სემინარი, სადაც მომავალი მშენებლები, ჩვენი სტუდენტები დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან გაიგებენ იმ ინოვაციების შესახებ, რომელიც გარემოს ინჟინერიაში იკიდებს ფეხს. გარემოსდაცვითი ინჟინრები პირდაპირ გავლენას ახდენენ დედამიწის ჯანმრთელობაზე, ისინი ჩართულნი არიან წყლისა და ჰაერის დაბინძურების კონტროლში, გადამუშავებაში, ნარჩენების განადგურებაში და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხებში. ამდენად მიმდინარე სემინარი ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მეცნიერებისთვის, არამედ, რაც მთავარია, სტუდენტებისთვის. წარმატებებს ვუსურვებ სემინარის მონაწილეებს“, - განაცხადა რექტორმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანმა, ზურაბ გვიშიანმა მადლობა გადაუხადა რექტორს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, ხოლო ქართველ და უცხოელ კოლეგებს სემინარში მონაწილეობისა და აქტიურობისთვის.

„შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს უნივერსიტეტისა და ფაკულტეტისათვის. ეს არის პლატფორმა, სადაც ერთმანეთს ხვდებიან სხვადასხვა სპეციალობის, სხვადასხვა მიმართულების ინჟინრები და ერთად ფიქრობენ იმ საკითხებზე, რომელიც დღეს აწუხებს მსოფლიოს, როგორიცაა, კლიმატის ცვლილება, გახშირებული კატასტროფული მოვლენები, სუფთა წყალი, წყალმომარაგება და ასე შემდეგ. სემინარი ძალიან მნიშვნელოვანია ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისითაც, ვინაიდან ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობენ არა მხოლოდ მეცნიერები, არამედ, სამივე საფეხურის სტუდენტები, ბაკალავრები, მაგისტრები და დოქტორანტები. ახალგაზრდებს შეგვიძლია ახალი ჰორიზონტი გავუხსნათ, დავანახოთ როგორ შეიძლება ითანამშრომლონ კოლეგებთან და ერთობლივად გადაჭრან მტკივნეული  საკითხები, ჩაატარონ კვლევები, მოიპოვონ გრანტი“, - განაცხადა ზურაბ გვიშიანმა.

მესამე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი - „ევროპული ინოვაციური ტექნოლოგიები გარემოს ინჟინერიაში“, ორ სესიად ჩატარდა.

სიახლეებში დაბრუნება