საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულის, ლაშა ცაგარეიშვილის, მასთან ერთად, მისი კოლეგის დაღუპვის გამო და რკინიგზელთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„დიდუბე-ავჭალის სარკინიგზო მონაკვეთზე მომხდარ უბედურ შემთხვევას „საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი ემსხვერპლა. დაღუპულთაგან ერთ-ერთი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, 23 წლის ლაშა ცაგარეიშვილია - გამორჩეული თავისი ადამიანობით, გულისხმიერებით, განსაკუთრებული სითბოთი, კარგი სწავლით. ლაშას არასოდეს დაივიწყებს მისი უნივერსიტეტი, პედაგოგები, თანაკურსელები - ის მუდამ დარჩება ჩვენს ფიქრებსა და ხსოვნაში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულ რკინიგზელთა ოჯახებს“, - აღნიშნულია რექტორის, დავით გურგენიძის სამძიმრის წერილში.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.